რუმენიგე: ბაიერნს დიდი სატრანსფერო პრეტენზია არ აქვს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » რუმენიგე: ბაიერნს დიდი სატრანსფერო პრეტენზია არ აქვს

რუმენიგე: ბაიერნს დიდი სატრანსფერო პრეტენზია არ აქვს

2-08-2014, 07:55 admin თავისუფალი სტატია / მთავარი ამბები 0

რუმენიგე: ბაიერნს დიდი სატრანსფერო პრეტენზია არ აქვს
მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, TZ-სთან ინტერვიუში სატრანსფერო ციებ ცხელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭკუა ჯერ არ დაუკარგავთ, რათა ლუის სუარესის ან ხამეს როდრიგესის მსგავსს ტრანსფერზე ბაიერნს პრეტენზია ჰქონდეს.

ხავი მარტინესი, მარიო გიოტცე, მარიო გომესი - ბაიერნის სამი რეკორდული ტრანსფერი 30-დან 40 მილიონამდე მერყეობს. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის წინააღმდეგი იყო იმის, რასაც ახლა კატალონიის ბარსელონა და მადრიდის რეალი აკეთებენ. ლუის სუარესის სანაცვლოდ კატალონიელებმა 81 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირში, ხამეს როდრიგესში, კატალონიელები 80 მილიონ ევროს შეელივნენ.

მარტო პარის სენტ-ჟერმენის მიერ ლუის სუარესის ტრანსფერისთვის მომზადებული 50 მილიონი ევრო იმაზე მეტია ვიდრე მიუნხენურ კლუბს ოდესმე დაუხარჯავს რომელიმე ფეხბურთელზე.

მიუხედავად ამისა რამდენად რეალურია, რომ მიუნხენის ბაიერნი უახლოეს მომავალში, რომელიმე სუპერვარსკვლავის გამო ამხელა თანხებს გაიღებს? Sport1-ის ჟურნალისტის ამ კითხვაზე რუმენიგემ უპასუხა:

"ვფიქრობ გერმანული თუ ბავარიული გონება არ მოგვცემს ამხელა პრეტენზიის გამოცხადების საშუალებას. ესპანეთში დიდ კლუბებს შორის დაპირისპირებაში მთავარი როლი ენიჭება: ვინ ყიდულობს უფრო დიდ თანხად? ვის უფრო მეტი ვარსკვლავი ჰყავს გუნდში? ამდენის საშუალებს ჩვენ თავს ვერ მივცევმთ და ვფიქრობ კარგიცაა ასე, რომ ვიქცევით", - ამბობს რუმენიგე Sport1-თან.

ნათელია, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა არ აპირებს უზარმაზარი თანხების გაცემას, რომელიმე ერთ ფეხბურთელში, მხოლოდ თავმომწონობისა და თვითკმაყოფილებისთვის. რეკორდმაისტერის ბოლო დროინდელმა წარმატებამ ნათლად დაგვანახა, რომ ფეხბურთელების პროგრამა, რომლებიც საერთო ჯამში გუნდს ქმნიან და გუნდურად თამაშობენ უფრო ღირებულია, ვიდრე სუპერ ვარსკვლავების გროვა, როგორც პარიზსა და მონაკოშია.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.