» » ბაიერნმა მატიას ზამერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ბაიერნმა მატიას ზამერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

20-11-2014, 00:58
070
მიუნხენური კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა კმაყოფილია სპორტული დირექტორის, მატიას ზამერის, მუშაობით, რომელთანაც არსებული კონტრაქტი გახანგრძლივდა და ყოფილი ბორუსიელი ბაიერნში 2018 წლის ბოლომდე იმუშავებს.

დორტმუნდის ბორუსიის ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა საკუთარი საქმიანობა ალიანს არენაზე 2012 წელს დაიწყო, შეცვალა რა კრისტიან ნერლინგერი, რომლის ბაიერნში მოღვაწეობის პერიოდშიც რეკორდმაისტერმა ორჯერ დაკარგა ბუნდესლიგის ტიტული და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მატიას ზამერის გუნდში მოსვლის შემდეგ ნამდვილი აღმავლობა დაიწყო, გუნდმა ტრიპლეტის მოგება მოახერხა 2013 წელს იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით. მიმდინრე სეზონში კი გერმანული გრანდი როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს.

"მიღწეული შეთანხმება: მიუნხენის ბაიერნმა სპორტულ დირექტორს, მატიას ზამერს კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე", - ნათქვამია რეკორდმაისტერის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

"ბორდმა ერთხმად გადაწყვიტა მატიას ზამერის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი, რაც მის მიმართ ნდობის გამოცხადების დიდი მანიშნებელია", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი კარლ ჰოპფნერი.

"გახარებული ვარ ბორდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და კოლეგებთან კარგი თანამშრომლობით. პირობას ვდებ, რომ ასეთივე დიდი ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას. ბაიერნში ჩვენ ყველას დიდი მიზნები გვაქვს. მსურს დავეხმარო გუნდს მიაღწიოს ყველა მიზანს", - განაცხადა მატიას ზამერმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..