» » რიბერი: კარიერას ბაიერნში დავასრულებ

რიბერი: კარიერას ბაიერნში დავასრულებ

29-01-2015, 13:48 admin სიახლეები 0

რიბერი: კარიერას ბაიერნში დავასრულებ
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, TZ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერის შემდეგ არცერთ კლუბში აღარ აპირებს თამაშს და გერმანული გრანდი მისი საფეხბურთო კარიერის ფინიში გახდება. ფრანგმა ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა.

31-წლის ფეხბურთელმა უკვე არაერთხელ გააკეთა ნათელი და ყველასთვის გასაგები განცხადება, რომ კარიერის დასრულება სწორედ, რომ მიუნხენის ბაიერნში სურს. ამჟამად ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2017 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს. რიბერი ბაიერნის რიგებს 2007 წელს შემოუერთდა და მალევე გახდა გუნდის საკვანძო ფიგურა.

"სხვა კლუბი არ იქნება! მომავალში სხვა გუნდში თამაშის სურვილი არ მაქვს. შესაძლოა, განსხვავებული გამოცდილების გამო დუბაიში ან ამერიკაში ვითამაშო მხოლოდ ერთი წელი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ევროპაში ბაიერნის გარდა არცერთ კლუბში თამაშს არ ვაპირებ. საკმაოდ დიდი პატივისცემა მაქვს კლუბისა და ხელმძღვანელობის მიმართ და ვაფასებ მათ დამოკიდებულებას", - ამბობს ფრანკ რიბერი TZ-სთან ინტერვიუში.

31-წლის შემტევმა გარემარბმა ხოსეპ გვარდიოლაზეც ისაუბრა, რომლის მომავალი პრესის განხილვის საგნად იქცა.

"პეპ გვარდიოლა, ეჭვგარეშე უდავოდ, საუკეთესო მწვრთნელია. არასდროს მინახავს მწვრთნელი, რომელმაც თამაშის შესახებ ამდენი რამ იცის. ესპანელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგია, რომ დღეს გვარდიოლა ბაიერნის მწვრთნელია. ბარსელონასთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და ბაიერნის თამაშის ხარისხიც გააუმჯობესა".

"პირველ სეზონში მისგან უამრავი რამ ვისწავლეთ. ახლა, ყველაფერი კარგადაა ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. გვარდიოლა ყოველთვის სიახლეების ძიებაშია. ვფიქრობ 2016 წლის შემდეგ 44-წლის მწვრთნელი რეკორდმაისტერში დარჩება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა", - დაასრულა ფრანკ რიბერიმ კომენტარი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.