ჩაბი ალონსო: გვარდიოლას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ჩაბი ალონსო: გვარდიოლას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

ჩაბი ალონსო: გვარდიოლას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ

30-01-2015, 03:22 admin სიახლეები 0

ჩაბი ალონსო: გვარდიოლას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ
მიუნხენური კლუბის ესპანელი ლეგიონერი, ჩაბი ალონსო, რეკორდმაისტერში გადმოსვლის შემდეგ, უდავოდ, ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა, რომელიც პირველ წრეში რეგულარულად იწყებდა მათჩებს ძირითად შემადგენლობაში. მეორე წრეში, შესაძლოა, როტაციის გამო ესპანელს სკამზე ყოფნა მოუწიოს.

33-წლის ნახევარმცველის განცხადებით ხოსეპ გვარდიოლას შეუძლია მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა, თუმცა ესპანელი ლეგიონერი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"ხანგრძლივი ზამთრის შესვენება დამეხმარა. ჩემი ინტერესი გახლდათ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში მიმეღო მონაწილეობა და რითიც შემეძლო დავხმარებოდი კლუბს. კარიერის განმავლობაში სხვა კლუბებში ამხელა შესვენება არასდროს მქონია. ესპანეთში მხოლოდ ერთი კვირა გაქვს, ხოლო ინგლისში, ალბათ, ერთი დღე", - ამბობს ჩაბი ალონსო.

"თუ გვარდიოლა სათადარიგოთა სკამზე დამსვავს, მის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემ და ვეცდები რომელი შეხვედრისთვისაც დავჭირდები იმ მატჩისთვის მზად ვიყო. თამაშის სტილის შეცვლა არ მჭირდება".

ესპანელი ფეხბურთელი გახარებულია ნახევარდაცვის ხაზში ამდენ ნიჭიერ ფეხბურთელთან ერთად თამაშით: "ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ძლიერი ფეხბურთელის მხარდამხარ ითამაშო როგორიც ბასტიან შვაინშტაიგერი, დავიდ ალაბა, მარიო გიოტცე ან ნებისმიერია. რათქმაუნდა, ზოგჯერ მომენტებს და განსხვავებულ ხარისხს უნდა მოერგო, თუმცა მეტ წილად ბევრის არაფრის შეცვლა არ მიწევს", - დაასრულა კომენტარი ჩაბი ალონსომ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.