» » ფრანკ რიბერი: შემთხვევითობა იყო, ეს ფეხბურთია!

ფრანკ რიბერი: შემთხვევითობა იყო, ეს ფეხბურთია!

5-03-2015, 18:29 admin სიახლეები 0

ფრანკ რიბერი: შემთხვევითობა იყო, ეს ფეხბურთია!
მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბი, ფრანკ რიბერი, დარწმუნებულია, რომ ბრაუნშვაიგის ფეხბურთელის, კესელის, წინააღმდეგ არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია. ნათელია, რომ რიბერი გარკვეულ გათვლას აკეთებს. 31-წლის ფეხბურთელმა მამამისზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ძალიან დაეხმარა.

"შემთხვევითობა იყო. ეს ფეხბურთია", - ამბობს რიბერი კესელთან ჯარიმის შესახებ - "რათქმაუნდა, ორივენი წინ მივდიოდით. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა ასე ცუდადაც არაა საქმე. გაბრაზებული არ ვიყავი". ბრაუნშვაიგის ფეხბურთელმა რიბერისთან ჯარიმის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

"ყოველთვის რთულია მოწინააღმდეგისთვის ბარათის მიღება. მე ის ფეხბურთელი არ ვარ, რომელიც დრიბლინგის ხარჯზე მოწინააღმდეგის პროვოცირებას ცდილობს. როდესაც ასეთი ჯარიმაა, მოწინააღმდეგე ფეხბურთელი გეთამაშება და განახებს, რომ ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის".

მატჩის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი მეორე დივიზიონის გუნდთან, ბრაუნშვაიგთან, გამართული შეხვედრით კმაყოფილი იყო. "ბრაუნშვაიგი ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობს ჩვენს წინააღმდეგ. აინტრახტელები კარგად მოქმედებდნენ დაცვაში. სივრცეები ძალიან ცოტა გვქონდა. ჩვენც ადამიანები ვართ და არა მანქანები. მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ", - ამბობს ფრანგი ფეხბურთელი.

"მამაჩემი ძალიან დამეხმარა, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა. ხასიათი მეთვითონ გავიმაგრე. დიდი ხნის მანძილზე ქუჩაში ვიზრდებოდი, სადაც დამოუკიდებლად მიწევდა ცხოვრებისთვის თანხის გამომუშავება. მამაჩემსაც გამარჯვებულის ხასიათი ჰქონდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მძიმე შრომა უწევდა".

"ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩვენს ოჯახს საკმარისი საკვები ჰქონდა. მამაჩემმა მასწავლა, რომ შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა. მისი დიდი მადლობელი ვარ".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.