» » რიბერიმ და რობენმა ვარჯიშები განაახლეს

რიბერიმ და რობენმა ვარჯიშები განაახლეს

18-03-2015, 21:04 admin სიახლეები 0

რიბერიმ და რობენმა ვარჯიშები განაახლეს
მიუნხენის ბაიერნის ორმა შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, დონეცკის შახტართან, დაშავდნენ ვარჯიშები განაახლეს და როგორც გერმანული პრესა იტყობინება, შესაძლოა, შემდეგ ტურში მოედანზე ვიხილოთ.

Kicker-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, ტრავმის შემდეგ, პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის ნერვზე ჰქონდა პრობლემები. როგორც გერმანული სპორტული გამოცემა იტყობინება არიენ რობენი ბუნდესლიგის XXVI ტურის მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

რეკორდმაისტერისთვის სასიხარულოდ არც ფრანკ რიბერის ტრავმა აღმოჩნდა რთული, რომელსაც კოჭზე ჰქონდა პრობლემები. ასევე Kicker-ის ინფორმაციით ფრანკ რიბერიმ ვარჯიშები უკვე განაახლა და ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი შემდეგი შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს 22-მარტს თბილისის დროით 20:30 საათზე მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. ამჟამად რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება 64 ქულით, უახლოესი მდევარი, ვოლფსბურგი, 11 ქულით ჩამორჩება ბავარიელებს. მესამე ადგილზე სწორედ, რომ მიონხენგლადბახელები იმყოფებან.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..