» » ფრანკ რიბერი დორტმუნდთანაც ვერ ითამაშებს

ფრანკ რიბერი დორტმუნდთანაც ვერ ითამაშებს

31-03-2015, 12:29
092
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, გერმანულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო პროცესის დაჩქარებას არ აპირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ დორტმუნდთან თამაში შეძლოს. აქედან გამომდინარე ყველაზე საწრმუნოა, რომ ფრანგი XXVII ტურსაც გამოტოვებს.

"ტრავმის შემდეგ, დონეცკის შახტართან მოსამზადებელი ვარჯიშები ძალიან ადრე დავიწყე, რამაც კვლავ დამიბრუნა ტკივილი. სწორედ ამის გამო შემდეგი ვარჯიში საშინელება იყო! შეცდომა დავუშვი, როდესაც მოედანზე ძალიან ადრე დავბრუნდი. უმჯობესი იქნება თუ ორგანიზმს დავასვენებ, რათა სეზონის დასასრულისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მზად ვიყო", - ფრანკ რიბერის ციტირებას ახდენს Bild-ი.

გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე რეკორდმაისტერის მოწინააღმდეგე პორტუ იქნმება, რომელთანაც პირველ შეხვედრას სტუმრად ლისაბონში 15 აპრილს გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩი ალიანს არენმაზე 21 აპრილს შედგება.

აღსანიშნავია ასევე, რომ 8 აპრილს მიუნხენის ბაიერნის გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება. ბუნდესლიგის დასრულებამდე 8 ტური რჩება, ამჟამინდელი მდგომარეობით რეკორდმაისტერი მეორეადგილოსან ვოლფსბურგს 10 ქულით უსწრებს.

დორტმუნდის ბორუსია ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსიღა რჩება. ამისთვის იურგენ კლოპის შეგირდებმა 12-ქულიანი უპირატესობა როგორმე უნდა აღმოფხვრან.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრას, ასევე ტრავმის გამო, რეკორდმაისტერის ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი არიენ რობენიც გამოტოვებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..