» » ბაიერნმა ფიზიოთერაპევტი გაანთავისუფლა სამსახურიდან

ბაიერნმა ფიზიოთერაპევტი გაანთავისუფლა სამსახურიდან

12-06-2015, 09:59 admin სიახლეები 0

ბაიერნმა ფიზიოთერაპევტი გაანთავისუფლა სამსახურიდან
დოქტორ მიულერ-ვოლფრატის ხმაურიანი განთავისუფლების შემდეგ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი საკადრო ცვლილება მოახდინა. მიუნხენის ბაიერნმა კლუბის ფიზიოთერაპევტი ფრედი ბინდერი, რომელიც 36 წელი მუშაობდა გუნდში, სამსახურიდან გაანთავისუფლა.

SPORT1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰანს-ვილგელმ მიულერ-ვოლფრატის განთავისუფლების შემდეგ კლუბის ფიზიოთერაპევტმაც დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდი ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფრედი ბინდერი მიუნხენურ კლუბში 36 წლის განმავლობაში მუშაობდა და ფეხბურთელები მას ენდობოდნენ. შედარება, რომ გავაკეთოთ ბუნდერი რეკორდმაისტერში ისეთივე მნიშვნელოვანი პიგურა იყო, როგორც ჰერმანომ რიგერომი ჰამბურგში და დიტერომ ტრცოლეკომი ლევერკუზენში.

ბინდერი მიულერ-ვოლფრატის მარჯვენა ხელი გახლდათ. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბინდერის სამსახურიდან წასვლის მიზეზი სწორედ მიულერ-ვოლფრატის განთავისუფლებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნის სამედიცინო შტაბის გარშემო სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუსთან მატჩის შემდგომ ატყდა. რეკორდმაისტერის სამედიცინო შტაბი დაადანაშაულეს მარცხში, რადგან ბაიერნის წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობა იმ დროისთვის ყველანი ლაზარეთში იყვნენ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.