» » BILD: ბაიერნი პოლ-ჟორჟ ენტეპით ინტერესდება

BILD: ბაიერნი პოლ-ჟორჟ ენტეპით ინტერესდება

22-06-2015, 15:06
0112
ცნობილი სპორტული გამოცემა BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი რენის მარცხენა შემტევი გარემარბით, პოლ-ჟორჟ ენტეპით, ინტერესდება, რომელსაც რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ფრანკ რიბერის შემცვლელად განიხილავს და ფეხბურთელის ყიდვას აპირებს.

22-წლის წარმოშობით ფრანგი ნიჭიერი ნახევარმცველი ამჟამად რენში ასპარეზობს. transfermarkt-ის ინფორმაციით პოლ-ჟორჟ ენტეპის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 8,80 მილიონ ფუნტს შეადგენს. ახალგაზრდა შემტევ გარემარბს მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2017 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური კლუბის მესვეურები უკვე დიდი ხანია აკვირდებიან წარმოშობით კამერუნელ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში ორი კვირის წინ ჰქონდა დებიუტი.

ფრანკ რიბერის ტრავმის გამო უკვე რამდენიმე თვეა ლაზარეთში იმყოფება და გამოჯანმრთელებას ვერა და ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რიბერიმ შესაძლოა ბუნდესლიგის სტარტიც გამოტოვოს. პოლ-ჟორჟ ენტეპი კი ის ფეხბურთელია, რომელსაც რეკორდმაისტერის შემტევი პოტენციალის გაზრდა შეუძლია და ფრანკ რიბერის ჩანაცვლება.

"ფრანკს ყველანაირად მხარს ვუჭერთ და ხელვს ვუწყობთ მისი გამოჯანმრთელების პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ მალე მოახერხებს დაბრუნებას", - განაცხადა მატიას ზამერმა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი არამც თუ გამოჯანმრთელებაზეა საუბარი, არამედ ფრანკ რიბერის გიფსიც დაადეს ფეხზე და რეაბილიტაციის პროცესი აშკარად გაიწელება.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, პოლ-ჟორჟ ენტეპმა 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2.865 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..