» » ატლეტიკო დე კალკუტას კლაუდიო პიზაროს შეძენა სურს

ატლეტიკო დე კალკუტას კლაუდიო პიზაროს შეძენა სურს

2-07-2015, 13:14 admin ჭორები 0

ატლეტიკო დე კალკუტას კლაუდიო პიზაროს შეძენა სურს
Times of India-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ყოფილი თავდამსხმელით, კლაუდიო პიზაროთი, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი რეკორდმაისტერთან ივნისის ბოლოს დაუმთავრდა, ატლეტიკო დე კალკუტა ინტერესდება და ფეხბურთელის შეძენას ცდილობს.

36-წლის პერუელი თავდამსხმელი მიუნხენის ბაიერნში 2001 წელს ვერდერის ბრემენიდან გადმოვიდა და რეკორდმაისტერის ღირსებას 2007 წლამდე იცავდა. კლაუდიო პიზაროს კარიერაში შემდეგი კლუბი ლონდონის ჩელსი გახდა, სადაც თავდამსხმელმა მხოლოდ ერთი სეზონი იასპარეზა და შემდეგ კვლავ მუსიკოსებს დაუბრუნდა.

კლაუდიო პიზარო მიუნხენის ბაიერნში 2013 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მიუნხენური კლუბის მესვეურებს პერუელი ფორვარდის სანაცვლოდ არაფერი არ გადაუხდიათ, რადგან 36-წლის ფეხბურთელს ვერდერის ბრემენთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა ალიანს არენაზე.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ კარიერის განმავლობაში სულ, ყველა ტურნირზე, კლაუდიო პიზარომ 579 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 254-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 101 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 39.576 წუთი დაჰყო მოედანზე.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 36-წლის თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 1 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ნებისმიერ კლუბს შეუძლია კლაუდიო პიზაროს უფასოდ დამატება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.