» » რეალი მეჰდი ბენატიას უმიზნებს

რეალი მეჰდი ბენატიას უმიზნებს

2-07-2015, 13:26
0131
ესპანური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველით, მეჰდი ბენატიათი, ინტერესდება, რომელსაც სერხიო რამოსის შემცვლელად განიხილავენ და მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაროკოელის შეძენას შეეცდებიან.

სამეფო კლუბის სამწვრთნელო შტაბი სარეზერვო ვარიანტად ნიკოლას ოტამენდსაც განიხილავს, რომელიც ამჟამად ვალენსიას ღირსებას იცავს. მეჰდი ბენატია მიუნხენის ბაიერნში გასული სეზონის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადმოვიდა და მიმდინარე კონტრაქტი 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 28-წლის წარმოშობით მაროკოელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 28 მილიონ ევროს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სერხიო რამოსი დატოვებს სანტიაგუ ბერნაბეუს გამორიცხული არ არის მეჰდი ბენატიას შეძენაზე რეკორდმაისტერთან დაიწყოს მოლაპარაკებები.

ნებისმიერ შემთხვევაში სერხიო რამოსის მომავალი მადრიდულ კლუბში ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა წელიწადში € 10 მილიონი ევრო მოითხოვა ხელფასის სახით, რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში არანაირად არ შედის.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, მეჰდი ბენატიამ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 1.858 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..