» » მაინცი 0 - 3 ბაიერნი (კომენტარები)

მაინცი 0 - 3 ბაიერნი (კომენტარები)

27-09-2015, 00:05 TOTALMAN მიმოხილვა 0

მაინცი 0 - 3 ბაიერნი (კომენტარები)
მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგაში გამარჯვებების სერიას განაგრძობს. სტუმრად მაინცთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით რეკორდმაისტერმა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დარჩენა მოახერხა. გთაბაზობთ მატჩის, მაინცი 0 - 3 ბაიერნის, შემდგომ კომენტარებს.

პეპ გვარდიოლა: "რთული შეხვედრა იყო, მაინცი საკმაოდ დინამიური გუნდია და ფიზიკურად ძლიერი. 85 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ, ხოლო მეორე ტაიმის პირველი ხუთი წუთი ფიქრებით ჯერ კიდევ გასახდელში ვიყავით. დღეს კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცი, რამდენად რთულია მაინცის დამარცხება. თამაშის მიმდინარეობას კარგად ვაკონტროლებდით, ვცდილობდით კონტრშეტევები არ გაგვეშვა. ჩვენ შევძელით და საკმარისი მომენტები შევქმენით, რათა სასურველი შედეგი მიგვეღო. სამი ქულა ჯიბეში გვაქვს, ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ".

ფილიპ ლამი: "ბუნდესლიგაში გამარჯვების მოპოვება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით, როდესაც გასვლითი შეხვედრა გიწევს და მოწინააღმდეგეც ასე კარგადაა მომზადებული. მეორე ტაიმში შესამჩნევი იყო, რომ მაინცის ფეხბურთელები დაიღალნენ. სწორედ მაშინ მოვახდინეთ ჩენი რეზერვების მობილიზაცია. შესანიშნავია ის ფაქტი, რომ იიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრის მოგება შევძელით და სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ".

რობერტ ლევანდოვსკი: "ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეხვედრის პირველ ნახევარში გაგვიჭირდა, რადგან მაინცი კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში ყველაფერი გაცილებით იოლი იყო".

მარტინ შმიდტი (მაინცის მწვრთნელი): "ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ! წინააღდეგობის გაწევა ვცადეთ, რაც მხოლოდ პირველი 45 წუთის განმავლობაში გამოგვივიდა. მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ თითოეული შანსი უნდა გამოიყენო. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა 0:3 პრევენცია ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად მივეცით მოწინააღმდეგეს საშუალება შეეტია და გოლები გაეტანა".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.