» » ეფენბერგი: ბაიერნისთვის საშიში რეალი, ბარსელონა და მანჩესტერია

ეფენბერგი: ბაიერნისთვის საშიში რეალი, ბარსელონა და მანჩესტერია

6-10-2015, 19:03 TOTALMAN სიახლეები / მთავარი ამბები 0

ეფენბერგი: ბაიერნისთვის საშიში რეალი, ბარსელონა და მანჩესტერია
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა და გუნდის კაპიტანმა, შტეფან ეფენბერგმა, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა Goal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 100%-ით დარწმუნებულია რეკორდმაისტერის ჩემპიონობაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს სხვა სიტუაცია აქვს.

ეფენბერგის განცხადებით მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. რეკორდმაისტერის ყოფილი კაპიტანი ბუნდესლიგაში კონკურენტს ვერ ხედავს, თუმცა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სერიოზულ მეტოქეებად მადრიდის რეალს, ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს ასახელებს.

"ამ მომენტისთვის მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ბუნდესლიგაში შეუძლიათ რამდენიმე გუნდს დაეწივნონ, თუმცა გადასწრება წარმოუდგენლად მეჩვენება. ჩემი ხედვა იმითაც არის გამყარებული, რომ რეკორდმაისტერს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია სიტუაციის გამწვავება".

"ჩემი აზრით, რეკორდმაისტერისთვის სახიფათო, ისევ და ისევ, ძველი ნაცნობები თუ იქნებიან. მიმდინარე სეზონში მიუნხენური კლუბის მთავარ კონკურენტებად მადრიდის რეალი, კატალონიის ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი მგონია, რომელთანაც სიფრთხილეა საჭირო", - შტეფან ეფენბერგის სიტყვებს ციტირებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის გასული VIII ტურის შემდეგ 24 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. რეკორდმაისტერმა 8 ჩატარებული შეხვედრიდან ყველაში მოახერხა გამარჯვება. ბოლო ტურში კი უშუალო კონკურენტი დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა 5:1 და ჩამორჩენა 7 ქულამდე გაზარდა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.