» » იურგენ კლოპი: გარწმუნებთ ბაიერნთან მოლაპარაკება არ მქონია

იურგენ კლოპი: გარწმუნებთ ბაიერნთან მოლაპარაკება არ მქონია

10-10-2015, 14:07 TOTALMAN ტრანსფერები 0

იურგენ კლოპი: გარწმუნებთ ბაიერნთან მოლაპარაკება არ მქონია
აწ უკვე ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ბრიტანულ სპორტულ გამოცემებთან საუბარში განაცხადა, რომ შემოთავაზებები ძალიან ბევრი გუნდისგან ჰქონდა, თუმცა სიმპატიებით მხოლოდ მერსესაიდელების მიმართ განეწყო. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით ბაიერნთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

"რათქმაუნდა მიუნხენის ბაიერნის დიდებული გუნდია, თუმცა მე არ ველოდები სანამ ვინმე დამირეკავს. დასვენება სულ სხვაგვარად გამოვიყენე: დიდებულ ადამიანებს ვხვდებოდი, ბევრი საინტერესო და შთამბეჭდავი რამ გავაკეთე. კარიერის დაგეგმვის ზუსტი გეგმა არასდროს მქონია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბაიერნთან მოლაპარაკებები არ მქონია. ვიმედოვნებ, რომ პეპ გვარდიოლა კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება ბაიერნში", - ამბობს იურგენ კლოპი.

შეგახსენებთ, რომ გერმანული სპორტული პრესა ბოლო დროის განმავლობაში ხშირად წერდა ინფორმაციას, რომ თუ ხოსეპ გვარდიოლა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა, სწორედ იურგენ კლოპი უნდა ყოფილიყო ის სპეციალისტი, რომელიც რეკორდმაისტერს ჩაუდგებოდა სათავეში.

48-წლის მწვრთნელმა მერსესაიდელებთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..