» » ვერდერი 0 - 1 ბაიერნი (კომენტარები)

ვერდერი 0 - 1 ბაიერნი (კომენტარები)

18-10-2015, 00:52 TOTALMAN მიმოხილვა 0

ვერდერი 0 - 1 ბაიერნი (კომენტარები)
ბუნდესლიგის IX ტურის შეხვედრაში, ვერდერის ბრემენი 0 - 1 მიუნხენის ბაიერნი, რეკორდმაისტერმა დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევართან ქულათა სხვაობაც შეინარჩუნა. გთავაზობთ მატჩის შემდგომ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების კომენტარებს.

პეპ გვარდიოლა: "გამარჯვება მძიმე შეხვედრაში მოვიპოვეთ. ბრემენელები მთელი გუნდით იცავდნენ თავს. ადვილი არ იყო თავისუფალი ზონების პოვნა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ განაპირა შემტევები არ გვყავდა. შეხვედრას ვაკონტროლებდით, თუმცა როდესაც ტაბლოზე მხოლოდ 1:0-ია იცი, რომ ბოლო წუთები ძალიან მძიმე იქნება. ჩემს ფეხბურთელებს ვულოცავ. აღნიშნული გამარჯვება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა".

ტომას მიულერი: "3 ქულა მნიშვნელოვანი იყო, როგორც რეკორდისთვის, ასევე მის გარეშეც. ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა, რომ რეკორდი დავამყარეთ. მოედანზე სრულად ვდომინირებდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც რამდენიმე სახიფათო მომენტი გვქონდა. მთლიანობაში ორი ძალიან კარგი შანსი გვქონდა და დიდი სიამოვნებით გავიტანდით მეორე ბურთსაც. შეხვედრის ბოლო წუთებამდე მძიმე ბრძოლა გვქონდა. მთლიანობაში კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ".

რობერტ ლევანდოვსკი: "მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 1:0 გავიმარჯვეთ 3 ქულა მოვიპოვეთ და კმაყოფილები ვართ. ვერდერი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და ხუთი მცველით დაგვიპირისპირდნენ. სწორედ ამიტომ მომენტების შექმნა ადვილი არ ყოფილა. საჯარიმოში ჩემზე წესების დარღვევა 100%-იანი პენალტი იყო. საბედნიეროდ სამი ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. ხვალიდან მთელი ჩვენი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება".

ვიქტორ სკრიპნიკი (ვერდერის მწვრთნელი): "მიზანმიმართულად ვთამაშობდით დაცვით ფეხბურთს. გვსურდა კომპაქტურები ვყოფილიყავით და მოთმინებით დავლოდებოდით ჩვენს შანსს. შეხვედრის ბოლოს უფრო თამამად ვმოქმედებდით, თუმცა სიმართლე, რომ ვთქვათ შეხვედრის დასრულებამდე შეეძლო ბაიერნს ყველა კითხვის გაქარწყლება".
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.