» » ტომას მიულერი ბაიერნის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

ტომას მიულერი ბაიერნის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

20-10-2015, 11:20 TOTALMAN სხვადასხვა 0

ტომას მიულერი ბაიერნის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია
ცნობილ გამოცემა transfermarkt-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ტომას მიულერი, რეკორდმაისტერის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. transfermarkt-ის ინფორმაციით 26-წლის გერმანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 75 მილიონ ევროს შეადგენს.

ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნის რიგებში 2004 წლიდან ირიცხება. 2006-07 წლებში რეკორდმაისტერის U17 და U19 გუნდების ღირსებას იცავდა, ხოლო 2008 წელს ბაიერნის II გუნდში შეძლო გადმოსვლა. 2009 წელს კი ლუის ვან გაალმა დაინახა ფარული ნიჭი გერმანელ ნახევარმცველში და ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება მისცა, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტის საუკეთესო აღმოჩენა გამოდგა.

26-წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი ყოველ წლიურად იზრდება. მაგალითისთვის 2015 წელს ტომას მიულერის სატრანსფერო უფლებები € 55 მილიონი ევრო ღირდა, 2014 წელს € 50, 2013 წელს € 45 მილიონი. transfermarkt-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნის 25-ე ნომრის მიმდინარე ღირებულება € 75 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე შემოგთავაზებთ 2015 წლის მონაცემებით transfermarkt-ის ვერსიით რეკორდმაისტერის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს:
1. ტომას მიულერი - € 75 მილიონი
2. რობერტ ლევანდოვსკი - € 70 მილიონი
3. მარიო გიოტცე - € 45 მილიონი
4. დავიდ ალაბა - € 45 მილიონი
5. მანუელ ნოიერი - € 45 მილიონი
6. არტურო ვიდალი - € 42 მილიონი
7. ჟერომ ბოატენგი - € 40 მილიონი
8. დუგლას კოშტა - € 35 მილიონი
9. არიენ რობენი - € 28 მილიონი
10. ხავი მარტინესი - € 28 მილიონი
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.