» » Sport1: ვარჯიშის შეწყვეტა უსაფრთხოების ზომები იყო

Sport1: ვარჯიშის შეწყვეტა უსაფრთხოების ზომები იყო

22-10-2015, 16:19 TOTALMAN სიახლეები 0

Sport1: ვარჯიშის შეწყვეტა უსაფრთხოების ზომები იყო
ცნობილი გერმანული გამოცემა Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანკ რიბერი მწყობრშია. წყაროს განცხადებით რეკორდმაისტერის ფრანგმა შემტევმა გარემარბმა ვარჯიში ნაადრევად უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაასრულა, რადგან მცირე ტკივილი იგრძნო წვივში.

გაცნობებთ, რომ რიბერი ამ მომენტისთვის ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის. ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ინდივიდუალური ვარჯიშებით იტვირთება და რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს. შესაბამისად ფრანკ რიბერის ტრავმა არ გაუმიზეზდა და საშიშიც არაფერია, რადგან ვარჯიშის ნაადრევად შეწყვეტა უსაფრთხოების ზომები გახლდათ.

გაცნობებთ, რომ მანამდე Sport1-ის ინფორმაციით დაიწერა, რომ ფრანკ რიბერიმ დაგეგმილი ვარჯიში დროზე ადრე იმიტომ შეწყვიტა, რომ რიბერის წვივმა თავი სირბილის დროს შეახსენა. ვარჯიშის დაწყებიდან უმალვე, რამდენიმე წუთში, ნახევარმცველს მოედნის დატოვება გაუსაძლისი ტკივილის გამო მოუწია.

შესაბამისად ფრანკ რიბერი ტრავმის გამიზეზებას გადარჩა და რეაბილიტაციის პროცესი, გეგმის მიხედვით, კვლავინდებურად გრძელდება. დღეს მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რიბერის ვარჯიშის სურათიც გამოაქვეყნა და როგორც ცნობილი გახდა ჯერ-ჯერობით ფრანგი ნახევარმცველი მსუბუქად ვარჯიშობს და ძირითადად დარბის.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..