» » Bayern-Magazin: რუმენიგე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციებს აკრიტიკებს

Bayern-Magazin: რუმენიგე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციებს აკრიტიკებს

23-10-2015, 18:21 LawLeSS სიახლეები 0

Bayern-Magazin: რუმენიგე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციებს აკრიტიკებს
მიუნხენის ბაიერნის თვითმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ცნობილ გერმანულ გამოცემა Bayern-Magazin-თან ინტერვიუში სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები გააკრიტიკა. მისი თქმით ბაიერნის ლათინური წარმოშვობის ფეხბურთელები საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობენ.

კარლ-ჰაინც რუმენიგეს კრიტიკის საბაბს ის წარმოადგენს, რომ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები, რომლებიც წარმოშვობით სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიადნ არიან, უმეტეს შემთხვევაში, სანაკრებო შესვენების დროს დაშავებულები ჩამოდიან. ბაიერნის სპორტული დირექტორის თქმით სწრაფი სამედიცინო რეაგირება არ ხდება, რის გამოც სიტუაცია მძიმდება ხოლმე.

რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის განცხადებით აღნიშნული ფაქტის ნათელი მაგალითი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დუგლას კოშტაა, რომელიც სანაკრებო შეკრების შემდეგ გუნდს ტრავმირებული დაუბრუნდა და უკვე მიუნხენური კლუბის ექიმებს მოუწიათ ფეხბურთელის რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

"ფეხბურთელების მკურნლობას სერიოზულად არ უდგებიან. მინდა მივმართო სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს, რომ გააუმჯობესონ სამედიცინო დახმარება. დუგლას კოშტას შემთხვევაში ყველაფერი ნათლად დავინახეთ. ბრაზილიაში თვითმფრინავში ამ ლოზუნგით ჩასვეს: 'ჩვენს მერე წყალსაც წაუღია ყველაფერი'".

"ფეხბურთელებისთვის ეს ღირსების საკითხია, ხოლო სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ტრავმირებული ფეხბურთელი საიმედო გამოკვლევის და მკურნალობის გარეშე უკან კლუბში არ დააბრუნონ", - კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს ციტირებს Bayern-Magazin-ი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.