» » Bild: არიენ რობენი კიოლნთან სათამაშოდ მზადაა

Bild: არიენ რობენი კიოლნთან სათამაშოდ მზადაა

23-10-2015, 18:37
084
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმას, მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი, არიენ რობენი, მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც ისაუბრა ტვიტერის გვერდზე. Bild-ზე დაყრდნობით რობენი კიოლნთან ითამაშებს.

გავრცელებული ინფორაციის თანახმად რეკორდმაისტერის 31-წლის შემტევი სრულად გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს სრული დატვირთვით. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა. Bild-ის ინფორმაციით არიენ რობენი ხვალ ძირითად შემადგენლობაში თუ არა განაცხადში მაინც იქნება და სავარაუდოა, რომ ცვლილებაზე ვიხილოთ.

ხოსეპ გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ თუ არიენი ჯანმრთელად იქნება და სათამაშოდ შესაბამის კონდიციებს აღიდგენს, შესაძლოა, ბუნდესლიგის X ტურის შეხვედრაში თამაშის საშუალება მისცეს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნის მაისურით არიენ რბენმა სულ, ყველა ტურნირზე, 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ მოახერხა ბურთის გატანა და 324 წუთი დაჰყო მოედანზე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..