The Daily Mail: პეპ გვარდიოლას ლონდონი აქვს გადაწყვეტილი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » The Daily Mail: პეპ გვარდიოლას ლონდონი აქვს გადაწყვეტილი

The Daily Mail: პეპ გვარდიოლას ლონდონი აქვს გადაწყვეტილი

25-10-2015, 00:42 TOTALMAN ჭორები 0

The Daily Mail: პეპ გვარდიოლას ლონდონი აქვს გადაწყვეტილი
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით პრესაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. ახლა ხოსეპ გვარდიოლას მომავალს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი ეხმაურება. წყაროს ინფორმაციით ესპანელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და რომელიმე ლონდონურ კლუბს ჩაიბარებს.

The Daily Mail-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონს მიაშურებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემა არ ასახელებს კონკრეტულად კლუბს, რომელთანაც ესპანელ სპეციალისტს შეიძლება რაიმე შეთანხმება ჰქონდეს მიღწეული ან მოლაპარაკებებს აწარმოებდეს.

წყაროს ინფორმაციით 44-წლის ესპანელ მწვრთნელს ქალაქი ლონდონი ძალიან მოსწონს და როგორც The Daily Mail იტყობინება ხოსეპ გვარდიოლას ლონდონში ცხოვრების დიდი სურვილიც აქვს. გაცნობებთ, რომ ამ მომენტისთვის ინგლისის პრემიერ ლიგაში ქალაქ ლონდონს - ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი და კრისტალ პალასი წარმოადგენს.

რამდენად რეალურია, რომ ხოსეპ გვარდიოლამ შეიძლება ჩამოთვლილიდან რომელიმე კლუბი ჩაიბაროს? ზუსტი პასუხი უცნობია... ცნობილია მხოლოდ ის, რომ ესპანელი სპეციალისტის მომავალი იანვრის ბოლომდე გახდება ცნობილი, როდესაც ხოსეპ გვარდიოლა გადაწყვეტილებას მიიღებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.