» » Sky Sport: შეიძლება რიბერი ზამთრის შესვენებამდე დაბრუნდეს

Sky Sport: შეიძლება რიბერი ზამთრის შესვენებამდე დაბრუნდეს

25-ოქტ-2015, 17:27
0361
ცნობილი სპორტული გამოცემა Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ფრანგი შემტევი გარემარბი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ლაზარეთში იმყოფება წვივის ტრავმის გამო, შესაძლოა მიმდინარე სეზონის ზამთრის სატრანსფერო შესვენებამდე დაუბრუნდეს მოედანს.

"თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ცოტა გაღიმებაც კი შემიძლია. ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ჩემთვის მძიმე სიტუაციაა, განსაკუთრებით მორალური თვალსაზრისით, თუმცა რას ვიზავთ ასეთია ფეხბურთი. ყოველთვის ბევრი შრომაა საჭირო და თავდაჯერებულობა. ჩემმა კუნთებმა ტონუსი დაკარგეს, თუმცა თანდათან სიტუაცია უმჯობესდება".

"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, იმედი მაქვს, რომ ზამთრის სატრანსფერო შესვენებამდე მოვახერხებ დაბრუნებას", - ფრანკ რიბერის სიტყვებს ციტირებს Sky Sport-ი.

გაცნობებთ, რომ რიბერი ამ მომენტისთვის ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის. ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ინდივიდუალური ვარჯიშებით იტვირთება და რეაბილიტაციის პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის, თუმცა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში რიბერი გუნდთან ერთადაც დაიწყებს ვარჯიშს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..