» » AS: მიუნხენელები დანიელ კარვახალით დაინტერესდნენ

AS: მიუნხენელები დანიელ კარვახალით დაინტერესდნენ

29-10-2015, 13:33 TOTALMAN ჭორები 0 52

ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის სამწვრთნელო შტაბს გადაწყვეტილი აქვს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის რეალის ახალგაზრდა მარჯვენა განაპირა მცველი გადმოიბირონ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ესპანელი განაპირა მცველი მადრიდის რეალის აღზრდილია. 2012-13 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბლანკოსმა კარვახალი ლევერკუზენის ბაიერს მიჰყიდა € 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ლევერკუზენისგან € 6.5 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდა.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური კლუბის მესვეურები ახალგაზრდა ესპანელ განაპირა მცველს 30 წლის ბრაზილიელი რაფინიას შემცვლელად განიხილავენ. წყაროზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნს სურს შეიძინოს ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელი.

transfermarkt-ზე დაყრდნობით დანიელ კარვახალის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 25 მილიონ ევროს შეადგენს. 23-წლის ესპანელ მცველს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2020 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. AS-ის ინფორმაციით სამეფო კლუბი კარვახალის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ მინიმუმ € 30 მილიონ ევროს ითხოვს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..