» » კინგსლი კომანი: ბაიერნში ჩემს მომავალზე საუბარი რთულია

კინგსლი კომანი: ბაიერნში ჩემს მომავალზე საუბარი რთულია

13-11-2015, 22:13 LawLeSS ინტერვიუ 0

კინგსლი კომანი: ბაიერნში ჩემს მომავალზე საუბარი რთულია
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, კინგსლი კომანმა, რომელიც ახლახანს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მიიწვიეს სპორტულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეკორდმაისტერში პირობები იდეალურია, თუმცა სამომავლოდ დარჩება თუ არა კლუბში ამაზე საუბარი უჭირს.

- ნაკრებში გამოძახებაზე: „ნაკრებში მოხვედრა ჩემთვის დიდი სიხარულია. ვფიქრობ, რომ თვითრეალიზაციის კარგი შანსი მომეცემა".

- ფრანკ რიბერიზე: „ფრანკმა ახლახანს დაიწყო სირბილი და ბურთით ვარჯიშები განაახლა. გახარებული ვარ, ისევე, როგორც ჩემი წარმატება უხარია მას".

- მიუნხენის ბაიერნზე: „რეკორდმაისტერში შექმნილი პირობები გაცილებით მომწონს, ვიდრე იუვენტუსში იყო. ძალიან მალე მოვახერხე ინტეგრაცია, თუმცა ბავარიულ გრანდში ჩემს მომავალზე საუბარი ჯერ რთულია".

- ამჟამინდელ ფორმაზე: „ძალიან მეხმარება სერიოზულ შეხვედრებში მონაწილეობა, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელების მხარდამხარ ვთამაშობ".

- პსჟ-ზე: „არ ვდარდობ, რომ თავის დროზე ფრანგული კლუბი დავტოვე. არ ვიცი რამდენად მაფასებდნენ, თუმცა მიყურებდნენ ისე, როგორც აკადემიიდან უბრალო ბიჭუნას და არა როგორც პირველი გუნდის ფეხბურთელს".

- ნაკრებში მიღებაზე: „თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. უახლოეს პერიოდში ვიმღერებთ და გავერთობით, ეს ჩემი ნათლობის საღამო იქნება. ნაკრებში იმიტომ მოვედი, რომ დიდი ხნით დავრჩე. ვაღიარებ, რომ აქ ისეთი წნეხი არაა, როგორც ბაიერნში, - დაასრულა ინტერვიუ კინგსლი კომანმა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.