» » კრიშტიანუ რონალდუ: ოქროს ბურთის პრეტენდენტები ნეიმარი და ლევანდოვსკიც არიან

კრიშტიანუ რონალდუ: ოქროს ბურთის პრეტენდენტები ნეიმარი და ლევანდოვსკიც არიან

17-11-2015, 19:24
0107
მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ცნობილ ესპანურ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა Sport-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის ტიტულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გარდა წელს გამარჯვებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ნეიმარი და როვერ ლევანდოვსკი არიან.

"ევროპაში ძალიან ბევრი ძლიერი თავდამსხმელია. მაგალითისთვის ინგლისსა და გერმანიაში... ესენი არიან: რუნი, აგუერო, ლევანდოვსკი და ნეიმარი. ქარიმ ბენზემაც ოპტიმალურ მდგომარეობაშია. ჩამონათვალი ძალიან დიდია, თუმცა ოქროს ბურთი კვლავ მე მინდა მოვიპოვო. ვნახოთ წლის ბოლომდე როგორ განვითარდება მოვლენები", - კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს ციტირებს Sport-ი.

სტატისტიკისთვის გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ რეალის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 1.350 წუთი დაჰყო მოედანზე.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, 18 მატჩი ჩაატარა, 19-ჯერ გაიტანა ბურთი მეტოქის კარში, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1.436 წუთი დაჰყო მოედანზე.

კრიშტიანუ რონალდუს მიერ დასახელებულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ნეიმარმა ბარსელონას რიგებში ჩატარებული 14 შეხვედრიდან 13-ჯერ მოახერხა გოლის გატანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და 1.255 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..