» » AS: პეპ გვარდიოლას ტონი კროოსის ხილვა სიტიში სურს

AS: პეპ გვარდიოლას ტონი კროოსის ხილვა სიტიში სურს

19-02-2016, 12:31 TOTALMAN ტრანსფერები 0

AS: პეპ გვარდიოლას ტონი კროოსის ხილვა სიტიში სურს
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ სიტის მომავალ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, მომავალ კლუბში მადრიდის რეალის ნახევარმცველის ტონი კროოსის ხილვა სურს. წყაროს ინფორმაციით აღნიშნულ საკითხზე ქალაქელები უკვე დაუკავშირდნენ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას.

სპორტულ გამოცემა AS-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერ სიტის სპორტულ დირექტორს ჩიკი ბეჰირისტაინს უკვე არაერთხელ ურჩია 26-წლის გერმანელი ნახევარმცველი. ტონი კროოს მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2020 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით გერმანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €50 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტონი კროოსმა მიუნხენის ბაიერნი 2014 წელს სწორედ, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდში მოსვლის შემდეგ დატოვა. რეკორდმაისტერის არაერთი მცდელობის მიუხედავად ფეხბურთელმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და სანტიაგო ბერნაბეუზე ამჯობინა თამაში.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ სიტის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ტონი კროოს. როგორც ცნობილია, ამ მომენტისთვის 26-წლის გერმანელი ნახევარმცველი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს, თუმცა მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მიზნად ისავახავს სეზონის ბოლომდე კიდევ ერთხელ დაუკავშირდეს კროოსის აგენტს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.