» » მანუელ ნოიერი: ბუფონი მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის

მანუელ ნოიერი: ბუფონი მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის

23-02-2016, 09:24
093
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ დაპირისპირებამდე რამდენიმე საათი რჩება და ვნებათა ღელვაც სულ უფრო და უფრო იმატებს. მატჩისწინა პრესკომფერენციაზე მანუელ ნოიერმა ჯანლუიჯი ბუფონზე ისაუბრა და იტალიელი გოლკიპერის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

"ბუფონი ძალიან დიდი ხანია თამაშობს. მრავალი წლის განმავლობაში აჩვენებს საერთაშორისო კლასს. იტალიელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს შეხვედრებში ვაკვირდებოდი. ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ძალიან კარგია, რომ ჯიჯი კიდევ აგრძელებს საფეხბურთო კარიერას და საშუალება მაქვს ვეთამაშო".

"ჯიჯი ბუფონი ძალიან კარგი და მეგობრული ადამიანია. ვითამაშებ მეც 40 წლის, რომ ვიქნები? რთული სათქმელია, არ ვიცი ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით, თუმცა 4-5 წელიწადში, ალბათ, თქვენს კითხვაზე პასუხი უკვე მექნება", - განაცხადა მანუელ ნოიერმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

თავის მხრივ ბებერი სენიორას გოლკიპერმაც არ დაიშურა კომპლიმენტები მანუელ ნოიერისა და მიუნხენის ბაიერნის მისამართით:

"დღეს ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი გუნდი ითამაშებს, რომელიც ფაქტიურად უნაკლოა, საერთოდ თუ აქვს ნაკლი ეგეც საკითხავია. ჩვენ ახლა ფორმის პიკში ვართ. გაცილებით თავდაჯერებულნი ვართ, ვიდრე სამი წლის წინ ვიყავით. ახლა ბაიერნზე გაცილებით მეტი ვიცით. მანუელ ნოიერი - დიდებული მეკარეა, რომელიც ისეთ გოლკიპერებთან ერთად დადგა, როგორიცაა: კასილიასი, ჩეხი და ოლივერ კანი", - დაასრულა კომენტარი ჯიჯი ბუფონმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..