» » Football Italia: მილანი კარლოს ბაკას გაყიდვას არ აპირებს

Football Italia: მილანი კარლოს ბაკას გაყიდვას არ აპირებს

23-03-2016, 15:27
088
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანის ხელმძღვანელობამ კარლოს ბაკას ტრანსფერის შესახებ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. წყაროს ინფორმაციით იტალიური გრანდი კოლუმბიელი ფორვარდის გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მარტში ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა კარლოს ბაკას მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. BILD-ის ინფორმაციით 29 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელით რეკორდმაისტერის მომავალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო დაინტერესებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით კარლოს ბაკას მიმდინარე სატრანსფერო ფასი €25 მილიონ ევროს შეადგენს. კოლუმბიელ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი მილანთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. Football Italia-ს ინფორმაციით მილანის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს და რეკორდმაისტერთან ყოველგვარი მოლაპარაკებების დაწყებას უარყოფს.

ბავარიული გრანდის გარდა, 29-წლის ფორვარდით ლონდონის არსენალიც ინტერესდება.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში კარლოს ბაკამ მილანის მაისურით სულ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა, 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 2.764 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..