» » Sport Bild: რობერტ ლევანდოვსკი რეალის შესახებ ჭორებს უარყოფს

Sport Bild: რობერტ ლევანდოვსკი რეალის შესახებ ჭორებს უარყოფს

4-04-2016, 11:17
0136
მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ცნობილ გერმანულ სპოტულ გამოცემა Sport Bild-თან ინტერვიუში ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. რეკორდმაისტერის ფორვარდის თქმით რას ავრცელებს პრესა მისთვის სულერთია, რადგან ახლა მხოლოდ ბაიერნზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთი სპორტული გამოცემა წერს რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ესპანური გრანდის გარდა 27 წლის პოლონელი ფორვარდით პსჟ და მანჩესტერ სიტიც ინტერესდებიან. transfermarkt-ის ინფორმაციით ლევანდოსკის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2019 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 70 მილიონ ევროს შეადგენს.

"მიუნხენის ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ამ მომენტისთვის მხოლოდ ჩვენი გუნდის მიერ დასახულ ამოცანებზე ვარ კონცენტრირებული. პრესაში რას წერენ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც მაინტერესებს", - რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს ციტირებს Sport Bild.

27 წლის პოლონელმა ლეგიონერმა მარიო გიოტცეზეც ისაუბრა, რომელიც გაამხნევა და მოუწოდა არ მოუსმინოს ჟურნალისტებს.

"მარიომ არ უნდა მოუსმინოს მათ, ვინც გაზეთებში მასზე სტატიებს წერს. ზედმეტი წნეხი ნამდვილად არ სჭირდება. გიოტცემ ძალიან კარგად იცის როგორ გაართვას თავი შექმნილ სიტუაციას. იგი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელია. სეზონის დამთავრებამდე კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და საკმარისი დრო აქვს, რათა საკუთარი შესაძლებლობები ყველას დაანახოს", - დაასრულა კომენტარი ლევანდოვსკიმ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..