» » მატიას ზამერი: რობენის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია

მატიას ზამერი: რობენის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია

12-04-2016, 10:55
066
მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი უკვე რამდენიმე კვირაა ტრავმირებულია და ლაზარეთში რეაბილიტაციის პროცესს გადის. ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ GOAL-თან ინტერვიუში ბავარიელთა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, არიენ რობენის ტრავმასა და შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

რამდენადაც ცნობილია, 32 წლის შემტევ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის სერიოზული დაზიანება აღენიშნება. თავდაპირველად გავრცელდა ხმები თითქოს და არიენ რობენი მხოლოდ ხუთ კვირას იუქმებდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველმა დათვალიერებამ აჩვენა.

"არიენ რობენის მწყობრში დაბრუნების ვადებზე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რამდენად უძლებს ფეხბურთელი დატვირთვებს. შეუძლებელია განსაზღვრო რამდენად სწრაფად წარიმართება რეაბილიტაციის პროცესი", - მატიას ზამერის სიტყვებს ციტირებს GOAL-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი მიუნხენის ბაიერნს სეზონის გადამწყვეტ ფაზაში დააკლდა. რეკორდმაისტერს წინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ელოდება ბენფიკასთან, ხოლო შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებს, ფაქტიურად, ყოველ სამ დღეში ერთხელ მოუწევთ თამაში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..