» » Le Parisien: ბაიერნი რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის

Le Parisien: ბაიერნი რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის

4-05-2016, 16:29 TOTALMAN ჭორები 0

Le Parisien: ბაიერნი რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის
ცნობილი ფრანგული ინტერნეტ-პორტალის Le Parisien-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. რეკორდმაისტერის მომავალ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის რეალის ფრანგი ლეგიონერის, რაფაელ ვარანის, შეძენა სურს.

Le Parisien-ის ინფორმაციით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 23წლის ცენტრალური მცველის სატრანსფერო უფლებების ყიდვა მიუნხენური კლუბის მესვეურების მთავარი ამოცანა იქნება. transfermarkt-ის ინფორმაციით რაფაელ ვარანის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 30 მილიონ ევროს შეადგენს. ფრანგ ლეგიონერს მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ რეკორდმაისტერი მზადაა რაფაელ ვარანის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ მადრიდულ გრანდ € 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში იტალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბის მწვრთნელი გახლდათ და შესაბამისად მიუნხენელთა მომავალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, 23 წლის ფრანგ მცველს კარგად იცნობს.

ამ მომენტისთვის, transfermarkt-ი რაფაელ ვარანის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის ალბათობას 4%-ით აფასებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.