» » ფილიპ ლამი შვებულების, ევროპის თასისა და ანჩელოტის მოლოდინში

ფილიპ ლამი შვებულების, ევროპის თასისა და ანჩელოტის მოლოდინში

26-05-2016, 15:06 Gallardo ინტერვიუ / მთავარი ამბები 0

ფილიპ ლამი შვებულების, ევროპის თასისა და ანჩელოტის მოლოდინში
ევრო 2004, მსოფლიო 2006, ევრო 2008, მსოფლიო 2010, ევრო 2012, მსოფლიო 2014. ფილიპ ლამმა მიიღო მონაწილეობა ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ ტურნირზე. ამიტომაც ზაფხულის შვებულება მის კარიერაში ბევრად მოკლე იყო, ვიდრე სხვა ფეხბურთელების. წელს, პირველად 12 წლის მანძილზე, ნაკრებების დიდი ტურნირი ჩაივლის მისი მონაწილეობის გარეშე. ამიტომაც "ბაიერნის" კაპიტანს ექნება მთელი რიგი 7 თავისუფალი კვირა! "მე ამ დროის დიდი მოლოდინი მაქვს", - თქვა ლამმა fcbayern.de მიცემულ ინტერვიუში. 

...პეპ გვარდიოლაზე: "ტაქტიკური გეგმით მან უფრო ახალ დონეზე აგვიყვანა. ჩევნ ვთამაშობდით როგორც 3, ისე 4 ან 5 მცველით. მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფნალში, "იუვენტუსის" წინააღმდეგ, გუნდს არ ყავდა გამოცდილი ცენტალური მცველი, მან მაინც შეძლო ორი კარგი მატჩის ჩატარება. ამიტოამც თითოეული მოთამაშე მზად უნდა იყოს პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაზე სათამაშოდ, მწვრთნელის დამსახურებაც ამაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებდა ზედიზედ სამჯერ გერმანიის ჩემპინატის მოგებას, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება".

...კარლო ანჩელოტიზე: "თავს გაკვირვების ნებას მივცემ. ეს არის საერთაშორისო დონის გამოცდილი ტოპ-მწვრთნელი, რომელმაც მოახერხა რამდენჯერმე ჩემპიონთა ლიგის მოგება. მასთან თანამშრომლობის მოლოდინში ვარ. ჩემს კარიერაში მიმუშავია არაერთ საერთაშორისო დონის მწვრთნელთან, და მათ რიგს კიდევ ერთი დაემატება. რაც ძალიან კარგია. ეს დიდი მოვლენაა იქნება ჩემი კარიერის დასასრულს".

...პირად მიზნებზე: "ვისურვებდი, კიდევ ერთხელ, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას. მაგრამ თუ არ გამოვა, აქ უკვე ვერაფერს შეცვლი. ყოველთვის სიამოვნებით მომაგონდება ჩემი კარიერა. ეს შესანიშნავი დრო იყო, მაგრამ ცოტაც კიდევ დამრჩა წინ" (იღიმის) .

...საზაფხულო შვებულების გეგმებზე: "ბევრი თავისუფალი დრო მექნება. მინდა ყველაფერი ცოტ-ცოტა მოვსინჯო: წავიდე ტეგერნზეს ტმაბზე, ვიმოგზაურო საზღვარგარეთ, და რა თქმა უნდა ვუყურო ევორპის ჩემპიონატს. ახლა უკვე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, და მატჩებს მაყურებლის როლში ვადევნებ თვალს. მოუთმენლად ველი ამ დროის დადგომას, გრილი და ცოტაოდენი ლუდიც იქნება".
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.