» » Bild: ბაიერნი ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

Bild: ბაიერნი ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

30-05-2016, 18:24 LEV4NI სიახლეები 0

Bild: ბაიერნი ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ბოლო დროს აღარ წყდება სპეკულაციები მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მადრიდის რეალში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით. თავად ფეხბურთელი ამ თემასთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ რობერტმა Bild-ს ინტერვიუ მისცა სადაც ის ამბობს: „უკვე ექვსი წელია გერმანიაში ვთამაშობ და ყველაფრის მოგება შევძელი. ზოგჯერ საჭიროა იმაზეც იფიქრო საჭირო ხომ არაა ახალი გამოწვევა მიიღო".

ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან აქტიურობს თავად ფეხბურთელის აგენტი, ცეზარ კუჩარსკი, რომელმაც დაადასტურა რომ მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან კუჩარსკიმ ისიც გაამხილა რომ აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ბაიერნის ბოსებსაც შეატყობინა რომლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევით.

ბაიერნის ხელმძღვანელობა კი, როგორც ჩანს, საკმაოდ მშვიდად არის აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. კარლ-ჰაინც რუმენინგე Kicker-თან საუბრისას აცხადებს: „დანამდვილებით ვიცი რომ რობერტ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონს ბაიერნის შემადგენლობაში გაატარებს, ამაში ეჭვიც კი არავის შეეპაროს. ჩვენ მას არავითარი თანხის სანაცვლოდ არ დავთმობთ რადგან ის ბაიერნს სჭირდება"

ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნმა რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტის გახანგძლივება კიდევ 2 წლის ვადით შესთავაზა. ამჟამინდელი კონტრაქტი ფეხბურთელს კლუბთან 2019 წლამდე აკავშირებს. წელიწადში კი მისი ხელფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო კონტრაქტის გაუმჯობესების შემთხვევაში ის მიუნხენურ კლუბში 2021 წლამდე დარჩება და ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.