» » მიულერი: ჩვენზე დიდი ზეწოლა იქნება

მიულერი: ჩვენზე დიდი ზეწოლა იქნება

2-06-2016, 18:44 LEV4NI სიახლეები 0

მიულერი: ჩვენზე დიდი ზეწოლა იქნება
მიუნხენის ბაიერნის შემტევი ტომას მიულერი მიიჩნევს რომ საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მის გუნდს დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევს თამაში. იოჰიმ ლიოვის ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, თუმცა ამის შემდეგ ბუნდეს ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა.

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ და ევროპის ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ვითამაშებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრები სირთულეებს წააწყდა, ამაზე ისიც მეტყველებს რომ შესარჩევში ძალიან კარგად ვერ გამოვედით, ახლა კი გვსურს რომ მაქსიმუმი გავიღოთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ" - აცხადებს გერმანელი Omnisport-თან საუბრის დროს.

გერმანიის ნაკრებმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატი 20 წლის წინ მოიგო, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარდა ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნენ იტალიასთან განცდილი მარცხის შემდგომ.

„რათქმაუნდა ჩემი უდიდესი მიზანი გოლების გატანაა, გოლი როგორც ჩემთვის ასევე მთელი გერმანიის ნაკრებისათვის დადებითი შედეგის მომტანია, თუმცა ვიცი ის, რომ მხოლოდ გოლის გატანაც არ კმარა, ამ ყველაფერს კარგი თამაშიც უნდა დაურთო წარმატების მისაღწევად"

„ევროპის ჩემპიონატზე თამაში მარტივი არ იქნება რადგან აქ მოხვედრილი თითოეული ნაკრები ძალიან მოტივირებულია, ასე რომ მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება"

„ფიზიკური მზადყოფნა ასეთ ტურნირებზე უმნიშვნელოვანესია, ყველა გუნდს შეუძლია წინ გაქცევა და ამავდროულად კარგად თავის დაცვა, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მეტოქის კონტრ-შეტევებს და ვეძებოთ ჩვენი გზები"

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პოლონეთი, უკრაინა და ჩრდილო ირლანდია იქნებიან. პირველ თამაშს კი ბუნდეს ნაკრები 12 ივნისს ქალაქ ლილში უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.