» » #EuroRank:No.10: დავიდ ალაბა

#EuroRank:No.10: დავიდ ალაბა

10-06-2016, 22:09 LEV4NI სიახლეები 0 50

მოგესალმებათ #EuroRank, როგორც ვიცით რამდენიმე დღის წინ ESPN-მა საკმაოდ საინტერესო კამპანია წამოიწყო, ისინი გამოარჩევენ ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელებს და მოკლედ მიმოიხილავენ მათ მიერ ჩატარებულ გასულ სეზონს, აღნიშნული ფეხბურთელების შერჩევაში კი ESPN FC-ს 50 ექსპერტი ღებულობს მონაწილეობას.

უკვე ცნობილი გახდა ESPN-ის მიერ რჩეული 20 ფეხბურთელის სია სადაც 4 ბავარიელია, ესენია: რობერტ ლევანდოვსკი (მეოთხე ადგილი), ტომას მიულერი (მეხუთე ადგილი), მანუელ ნოიერი (მეცხრე ადგილი), დავიდ ალაბა (მეათე ადგილი). რჩეულ 20 ფეხბურთელთა ჩამონათვალი კი შემდეგია: კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რობერტ ლევანდოვსკი, ტომას მიულერი, გარეთ ბეილი, ანდრეს ინიესტა, კევინ დე ბრუინი, მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა, ლუკა მოდრიჩი, სერხიო ბუსკეცი, დავიდ დე ხეა, ანტუან გრინზმანი, მესუთ იოზილი, ჰარი კეინი, ივან რაკიტიჩი, ჯანლუიჯი ბუფონი, სერხიო რამოსი და ედენ აზარი.

რატომ მოხვდა 25 რჩეულში დავიდ ალაბა?
ალაბას უნაკლო ტალანტი ნებისმიერი მატჩის დროს, მოედანზე შეგვიძლია ვიხილოთ. ის დიდებულად ირჯებოდა პეპ გვარდიოლას თავკაცობის დროს სამი წლის მანძილზე ბაიერნში, მას შეეძლო ერთდროულად ძალიან პროდუქტიული ყოფილიყო როგორც შეტევით ისე დაცვით ფაზებში, ავსტრიის ნაკრებმა კი მისი ტალანტის გამოყენება ნახევარდაცვაში ამჯობინა.

რას ამბობენ ექსპერტები დავიდ ალაბას შესახებ:
„ დავიდ ალაბა ჩვენთვის ოქრის ტოლფასია რადგან მას შეუძლია 10 სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირად კარგად თამაში"-განაცხადა პეპ გვარდიოლამ 2015 წლის ოქტომბერში.
„ჩემთვის ალაბა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტალანტია"-განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენინგემ ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში.

კარიერის საუკეთესო მომენტი
ალაბამ გამოტოვა 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო, აღნიშნული ფინალი ბაიერნმა სამწუხაროდ დათმო ძალიან დრამატულ მატჩში ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ. 2013 წელს კი ბაიერნი ასევე გავიდა ფინალურ ეტაპზე სადაც დავიდმა უკვე თავიდან ბოლომდე ითამაშა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა ანგარიშით 2-1.

სეზონის სტატისტიკა
ალაბასათვის გასული სეზონი არცთუ ისე ცუდი იყო თუმცა ამ ფეხბურთელისგან გაცილებით მეტს მოველით, მიუხედავად ამისა 23 წლის ავსტრიელის მიერ ნაჩვენები თამაში დამაკმაყოფილებელი იყო ბუნდესლიგაშიც, პოკალზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..