» » Daily Mail: რობერტ ლევანდოვსკით ინგლისელებიც დაინტერესდნენ

Daily Mail: რობერტ ლევანდოვსკით ინგლისელებიც დაინტერესდნენ

22-06-2016, 15:11 LEV4NI ჭორები 0

Daily Mail: რობერტ ლევანდოვსკით ინგლისელებიც დაინტერესდნენ
უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იწერება მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, 27 წლის ფორვარდს ძალიან აქტიურად უკავშირებენ მადრიდის რეალს თუმცა ახლა რადარზე ინგლისელებიც გამოჩნდნენ.

როგორც ჩანს რობერტ ლევანდოვსკი მზადაა რომ ზაფხულში ბავარიული გრანდის რიგები დატოვოს, როგორც Daily Mail-ი იუწყება პოლონელის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბებმაც გამოთქვეს.

გასულ სეზონში რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნთან ერთად გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის თასის მფლობელი გახდა, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კლუბში საკმაოდ კარგია თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ძალიან აქტუალურია მისი სხვა კლუბში გადასვლის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით მის გადაბირებას იურგენ კლოპის ლივერპული და პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ცდილობენ.

თავად ფეხბურთელი კატეგორიულად არაფერს უარყოფს თუმცა მის მიერ რამდენიმე დღის წინ მიცემული ინტერვიუ შემდეგია:"საქმე ისაა, რომ "ბაიერნთან" ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი მაქვს, შესაბამისად, მობილიზირებული ვარ მხოლოდ გუნდზე. ჯერ არაფერზე ვფიქრობ."

"ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა მე ეს არ მაღელვებს."-განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.
4
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.