» » არტურო ვიდალი: მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა

არტურო ვიდალი: მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა

23-06-2016, 01:50
0179
მიუნხენის ბაიერნის ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული დიდებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესისთან დაკავშირებით, შეგახსენებთ რომ ჩილეს ნაკრებმა მექსიკას 7 უპასუხო გოლი გაუტანა და ძალიან დამაჯერებლად გავიდა კოპა ამერიკის ნახევარფინალურ ეტაპზე სადაც მათი მეტოქე კოლუმბიის ნაკრები იქნება რომლებმაც თავის მხრივ პერუს ეროვნული ნაკრები პენალტების სერიიდან გამოთიშეს ასპარეზობას.

„ყველამ იცის თუ რას წარმოადგენს ლიონელ მესი, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"- განაცხადა მან Goal-თან საუბრის დროს.

„ამას საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ვამბობ, ჯგუფურ ეტაპზე სადაც არგენტინის წინააღმდეგ დავმარცხდით ანგარიშით 2-1 მესი არ თამაშობდა, არგენტინელთა თამაში კი მის გარეშე აბსოლუტურად განსხვავებული იყო, მესისთან ერთად ყველაფერი სხვაგვარადაა"

როგორც ვიცით არტურო ვიდალი კოპა ამერიკის ნახევარფინალში კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს რადგან მექსიკის ნაკრებთან მიღებული ყვითელი ბარათი დისვალიფიკაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„ამის გამო ძალიან ვწუხვარ მაგრამ ჩემი თანაგუნდელების მჯერა, იმედია მაქვს რომ ამ ეტაპს გავივლით და უკვე ფინალში შევძლებ თამაშს"

„ჩვენ გვსურს რომ ტურნირი მოვიგოთ თუმცა ახლა ძალიან კარგად მოთამაშე კოლუმბიის ნაკრებთან გასამართ მატჩზე ვფიქრობთ, მაგრამ თუ ჩვენ კარგად ვითამაშებთ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ განვითარდება"
3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..