» » ბავარიელთა სანაკრებო მონაგარი

ბავარიელთა სანაკრებო მონაგარი

23-06-2016, 23:49 LEV4NI სიახლეები 0

ბავარიელთა სანაკრებო მონაგარი
რამოდენიმე კვირის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში საკლუბო მარათონი სანაკრებო მარათონმა ჩაანაცვლა, ამის გამომწვევი მიზეზი კი ისეთი პრესტიჟული სანაკრებო ტურნირების დაწყება გახლავთ როგორებიც ევროპის ჩემპიონატი და კოპა ამერიკა არიან. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სწორედ სანაკრებო წარმატებისთვის ზემოთ ხსენებულ ტურნირებზე ასპარეზობენ, მიუნხენის ბაიერნიდან კი ევროპის ჩემპიონატზე 9 ხოლო კოპა ამერიკაზე 1 ფეხბურთელი ცდილობს წარმატების მიღწევას.

*** ევროპის ჩემპიონატი
როგორც უკვე ავღნიშნეთ ევროპის ჩემპიონატზე ბავარიელთა რიგებიდან 9 ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ რიცხვს დავიდ ალაბა გამოაკლდა რადგან ავსტრიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო და შესაბამისად ევროპის ჩემპიონატსაც დაემშვიდობა. ევრო 2016 გამორჩეულია იმითაც რომ წარმატებული თამაშის და არაერთი რეალური შესაძლებლობის მიუხედავად ჯგუფურ ეტაპზე ვერც ერთმა ბაიერნის ფეხბურთელმა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო.

გერმანიის ნაკრები
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა C ჯგუფში დაიწყო სადაც მათ მეტოქეობას პოლონეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები უწევდნენ. გერმანელებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ითამაშეს და 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, 1/8 ფინალში კი ბუნდესთიმი 26 ივნისს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფურ ეტაპზე პირველ მატჩი გერმანიამ უკრაინის წინააღმდეგ 12 ივნისს ჩაატარა სადაც დამაჯერებელი ანგარიშით 2-0 იმარჯვა, ამას მოჰყვა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ უგოლო ფრით დასრულებული მატჩი და ბოლოს რეკორდული რაოდენობის საგოლე მომენტების მიუხედავად გერმანელებმა მხოლოდ 1 ბურთიანი უპირატესობით დაჯაბნეს ჩრდილო ირლანდიელები. გერმანიის ნაკრებში მიუნხენის ბაიერნის რიგებიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელი ირიცხება, ესენი არიან: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, იოსუა კიმიხი, ტომას მიულერი და მარიო გიოტცე. გერმანიის ნაკრების სტატისტიკა ჯგუფურ ეტაპზე შემდეგია: 2 მოგება, 1 ფრე, 3 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.

პოლონეთის ნაკრები
მიუნხენის ბაიერნიდან პოლონეთის ნაკრებში მხოლოდ 1 ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი ირიცხება რომელიც ამასთანავე ნაკრების კაპიტანი და უდავო ლიდერია. პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა C ჯგუფში გერმანიის ნაკრებთან ერთად დაიწყო, პოლონელებმა გერმანელთა მსგავსად 7 ქულა აიღეს ჯგუფში თუმცა მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩნენ მათ რაც საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დაკარგვისათვის, 1/8 ფინალურ ეტაპზე ისინი მეორე ადგილიდან გავიდნენ სადაც 25 ივნისს შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 12 ივნისს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პოლონეთი ჩრდილო ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა სადაც უდიდესი უპირატესობის მიუხედავად მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, მომდევნო მატჩში მათ წინააღმდეგ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები წარსდგნენ თუმცა მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა, ბოლო მატჩში კი ისევე როგორც პირველ ტურში პოლონეთმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, ამჯერად უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ. პოლონეთის ნაკრების სტატისტიკა ჯგუფურ ეტაპზე შემდეგია: 2 მოგება, 1 ფრე, 2 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.

საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრებში მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ვინგერი კონგსლი კომანი თამაშობს, 20 წლის ნახევარმცველმა ფრანგების მიერ ჩატარებულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი ნაკრები ტურნირის მასპინძელი და ამასთანავე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ფრანგებმა A ჯგუფში შვეიცარიის, ალბანეთის და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართეს თამაშები, გახსნით მატჩში კი რომელიც 10 ივნისს გაიმართა ფრანგებმა რუმინელებს მინიმალური ანგარიშით მოუგეს, მეორე ტურში ფრანგებმა ალბანელები მატჩის ბოლოს გატეხეს და ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს ხოლო ბოლო ტურში შვეიცარიელთა წინააღმდეგ უგოლო ფრეს დასჯერდნენ. საფრანგეთის ნაკრები A ჯგუფის ლიდერი 7 ქულით გახდა, 26 ივნისს 1/8 ფინალურ ეტაპზე კი ისინი ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის ნაკრების სტატისტიკა ჯგუფურ ეტაპზე კი შემდეგია: 2 მოგება, 1 ფრე, 4 გატანილი და ერთადერთი გაშვებული გოლი.

ესპანეთის ნაკრები
ესპანეთის ნაკრებში მიუნხენის ბაიერნის გამთამაშებელი ტიაგო ალკანტარა ირიცხება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ბავარიელთა შორის ყველაზე ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა, ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ხორვატიის, ჩეხეთისა და თურქეთის ევროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზა, 13 ივნისს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანელებმა ჩეხები ბოლო წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს, ამას მოჰყვა თურქეთთან ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება 3:0, ბოლო ტურში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ კი ესპანეთმა საკმაოდ მოულოდნელად დათმო შეხვედრა ანგარიშით 2:1. აღნიშნულმა მარცხმა ესპანელები საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ესპანეთი ჯგუფში მეორე ადგილზე დაქვეითდა და 1/8 ფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება,მატჩი 27 ივნისს შედგება. ესპანეთის ნაკრების სტატისტიკა ჯგუფურ ეტაპზე შემდეგია: 2 მოგება, 1 მარცხი, 5 გატანილი და 2 გაშვებული გოლი.

პორტუგალიის ნაკრები
პორტუგალიის ნაკრების რიგებშჲ ბავარიელთა ახალგაზრდა ახალწვეული 18 წლის რენატო სანჩესი ასპარეზობს, სამწუხაროდ ახალგაზრდა ნახევარმცველს ტიაგო ალკანტარას მსგავსაც არცთუ ისე დიდი სათამაშ დრო ეძლევა. პორტუგალიელებს მატჩების ჩატარება F ჯგუფში მოუწიათ, სადაც მათი მეტოქეები ავსტიის, უნგრეთისა და ისლანდიის ნაკრებები იყვნენ, 14 ივნისს პორტუგალიამ ევრო 2016-ზე პირველი მატჩი გამართა და ისლანდიელებს დაუზავდა 1:1, მეორე ტურში ავსტრიის ნაკრებთან ნულოვან ფრეს დასჯერდა, ბოლო ტურში კი უგრელების წინააღმდეგ უხვგოლიანი მატჩი შემოგვთავაზეს 3:3. საბოლოოდ პორტუგალიელებმა 1/8 ფინალში საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით გააღწიეს სადაც მათი მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება, მატჩი 25 ივნისს გაიმართება. პორტუგალიის ნაკრების სტატისტიკა ჯგუფურ ეტაპზე კი შემდეგია: 3 ფრე, 4 გატანილი და ამდენივე გაშვებული გოლი.

ავსტრიის ნაკრები
ავსტრიის ნაკრების კაპიტანი მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა დავიდ ალაბაა, ალაბამ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზა ისევე როგორც მისმა თანაგუნდელება, საბოლოოდ კი მივიღეტ რომ ავსტრიის ნაკრებისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია. ევრო 2016-ზე ავსტრიელებმა F ჯგუფში იასპარეზეს, 14 ივნისს F ჯგუფის პირველივე ტურში ავსტრიელებმა საკმაოდ მოულოდნელი მარცხი იწვნიეს უნგრელებისგან, რასაც მეორე ტურში პორტუგალიელების წინაარმდეგ ნულოვანი ფრე მოჰყვა, ბოლო ტურში ავსტრიელები კვლავ დამარცხდნენ ამჯერად ისლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 2:1. ავსტრიელებმა 1 ქულით F ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. ჯგუფურ ეტაპზე მათი მონაგარი კი შემდეგია: 1 ფრე, 2 მარცხი, 1 გატანილი და 4 გაშვებული გოლი.

***კოპა ამერიკა
კოპა ამერიკა წელს განსაკუთრებული მიზეზის გამო იმართება, აღნიშნული ტურნირის დაარსებიდან 100 წელი გავიდა და საუკუნოვანი იუბილე სწორედ ტურნირის ჩატარებით აღინიშნება, აღნიშნულმა ტურნირმა ევროპის ჩემპიონატამდე აიღო სტარტი უფრო ზუსტად კი 4 ივნისს სადაც პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი კოლუმბიელებს დარჩათ 0:2. კოპა ამერიკაზე კი ერთადერთი ბავარიელი ასპარეზობს-არტურო ვიდალი, აღნიშვნის ღირსია ისიც რომ დუგლას კოშტამ ტურნირი მიღებული ტრამვის გამო გამოტოვა.

ჩილეს ნაკრები
როგორც ავღნიშნეთ ჩილეს ნაკრებში არტურო ვიდალი ასპარეზობს რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებისგან განსხავებით შედეგიანობით გამოირჩევა, მის ანგარიშზე ორი გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემაა. ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა D ჯგუფში დაიწყო სადაც არგენტინის, პანამისა და ბოლივიის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდა, პირველ ტურში ჩილელები არგენტინელებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ, მეორე ტურში ჩილემ ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა 2:1 ბოლივიის წინააღმდეგ, ბოლო ტურში კი დამაჯერებელი გამარჯვება პანამელთა წინააღმდეგ ანგარიშით 4:2. საბოლოოდ ჩილემ D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალურ ეტაპზეც გავიდა სადაც მექსიკის ეროვნული ნაკრები გაანადგურა 7:0 (!), ნახევარფინალში კი კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ ჩილეს არტურო ვიდალის გარეშე მოუწია თამაში რომელმაც მექსიკასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, საბოლოოდ ჩილემ ნახევარფინალიც დამაჯერებლად გაიარა და კოლუმბიელები ორბურთიანი უპირატესობით დაჯაბნეს... წინ კი ფინალია რომელიც 27 ივნისს გაიმართება, ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებს არგენტინის ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება.
4
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.