ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშედ ტომას მიულერი დასახელდა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშედ ტომას მიულერი დასახელდა

ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშედ ტომას მიულერი დასახელდა

24-06-2016, 12:59 LEV4NI სიახლეები 0

ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშედ ტომას მიულერი დასახელდა
რამდენიმე დღის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოკითხვა რომლის მიზანი ბაიერნის წლის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა გახლდათ, სიაში ბაიერნის თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო შესული თუმცა ზედა სამეულში ტომას მიულერი, რობერტ ლევანდოვსკი და არტურო ვიდალი მოხვდნენ.

პირველ ადგილზე ტომას მიულერი გავიდა რომელმაც ხმების 30,9% მიიღო, მეორე ადგილზე ბუნდესლიგის ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი ხმების 26%-ით, ხოლო მესამე ადგილი კი ჩილელ ნახევარმცველს არტურო ვიდალს ერგო-13,3%. შეგახსენებთ რომ წინა ორი წლის განმავლობაში საუკეთესო მოთამაშის წოდება არიენ რობენს ეკუთვნოდა.

ტომას მიულერმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 20 ჯერ გამოიჩინა თავი 5 ჯერ კი მისი პასის შემდეგ გავიდა გოლი. რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 გატანილი გოლით მან უშუალო კონკურენტს რომელიც დორტმუნდის ბორუსიაში მოთამაშე პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახლდათ 5 გოლით აჯობა, ლევანდოვსკის ანგარიშზე კი 2 საგოლე გადაცემაა. ბაიერნის ჩილელი ნახევარმცველი მართალია ასეთი შედეგიანობით არ გამოირჩა თუმცა სეზონის მიმდინარეობისას ის ძალიან პროდუქტიული გახლდათ, შეიძლება ითქვას რომ ვიდალი პირველივე სეზონში კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. ბუნდესლიგაში არტურო ვიდალის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ რომ საფეხბურთო სეზონი ზემოთ ხსენებული არცერთი ფეხბურთელისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა, როგორც ვიცით არტურო ვიდალი 27 ივნისს კოპა ამერიკის ფინალურ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს დაუპრისპირდება, ხოლო რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.