» » ჰერმან გელანდი: ბაიერნს ფილიპ ლამის შემცვლელად იოშუა კიმიხი ჰყავს

ჰერმან გელანდი: ბაიერნს ფილიპ ლამის შემცვლელად იოშუა კიმიხი ჰყავს

24-06-2016, 20:54 LEV4NI სიახლეები 0

ჰერმან გელანდი: ბაიერნს ფილიპ ლამის შემცვლელად იოშუა კიმიხი ჰყავს
არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით რომ იოშუა კიმიხი გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, პეპ გვარდიოლას მისთვის სათამაშო დროის მიცემა უპირველესად მცველების ქრონიკული ტრამვიანობის გამო მოუხდა, შეიძლება ითქვას რომ მისი თამაში ასეთ მაღალ დონეზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში რისკის შემცველიც იყო თუმცა 21 წლის გერმანელმა მოლოდინს გადააჭარბა, მან დიდებულად ჩაატარა სეზონი და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო. საბოლოოდ კიმიხმა იოჰამ ლიოვის ყურადრებაც მიიპყრო და ახალგაზრდა უნივერსალი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა სადაც ფეხბურთელი სათამაშო დროს არ უჩივის.

იოშუამ ევროპის ჩემპიონატზეც მოახერხა თავის გამოჩენა განსაკუთრებით ეს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩრდილო ირლანდიის ნაკრებთან ითქმის როდესაც კიმიხმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და დაკისრებულ მისიას თავი დიდებულად გაართვა როგორც დაცვით ისე შეტევით ფაზაში. აღნიშნული თამაშის შემდეგ კი ბაიერნის სამწვრთნელო შტაბის წევრმა ჰერმან გელანდმა მისი მისამართით საინერესო კომენტარი გააკეთა: „ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდეგ მის შემცვლელად იოშუა კიმიხს მოვიაზრებ“ განაცხადა მან TZ-სთან საუბრის დროს.

„იოშუა კიმიხი ბაიერნის ახალი მარჯვენა მცველი იქნება, თუ რათქმაუნდა ამას კარლო ანჩელოტი დაუშვებს, ყოველთვის რთულია გამოარჩიო ორი კარგი თუმცა განსხვავებული ფეხბურთელი ერთსა და იმავე პოზიციაზე, თავის მხრივ ფილიპ ლამი ხომ მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. იმედი მაქვს რომ კიმიხი პროგრესს განაგრძობს და მის პოტენციალის სრულად გამოვლენას მოახერხებს“
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.