ადამ ნავალკა: ლევანდოვსკი ოპტიმალურ ფორმაშია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ადამ ნავალკა: ლევანდოვსკი ოპტიმალურ ფორმაშია

ადამ ნავალკა: ლევანდოვსკი ოპტიმალურ ფორმაშია

25-06-2016, 14:02 LEV4NI სიახლეები 0

ადამ ნავალკა: ლევანდოვსკი ოპტიმალურ ფორმაშია
რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი დიდებული შედეგიანობით გამოირჩა, თუმცა რატომღაც სანაკრებო დონეზე ის ვერ ახერხებს თავის გამოჩენას, ევრო 2016-ზე მის ანგარიშზე ჯერ კიდევ არცერთი გატანილი გოლი არ არის.

სანაკრებო დონეზე მის ასეთ მწირ შედეგიანობას ვერავინ წარმოიდგენდა იმის გათვალისწინებით რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე პოლონეთის ნაკრების შეტევა დიდებული იყო, პოლონელებმა ყველაზე მეტი გოლის გაიტანა მოახერხეს, ბომბარდირი კი მათი კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი გახდა რომელმაც 13 გოლი გაიტანა.

როგორც ვიცით პოლონეთის ნაკრები საუკეთესო 16 გუნდში მაინც მოხვდა, სადაც მათ შვეიცარიის ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება, აღნიშნული მატჩი სენტ-ეტიენში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებმა 3 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხეს, სამაგიეროდ დაცვის ხაზის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ჯგუფური ეტაპი მათმა ნაკრებმა გაშვებული გოლის გარეშე ჩაამთავრა.

პოლონეთის ნაკრებს რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად აქვს, რაშიც მთავარი „დამნაშავეები“ არკადიუშ მილიკი და რობერტ ლევანდოვსკი არიან, მათ უამრავი რეალური საგოლე შესაძლებლობიდან მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლეს ისიც პირველ ტურში ჩრდილო ირლანდიის წინააღმდეგ სადაც პოლონელებმა ერთ ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს ბრიტანელები.

უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლონელთა კაპიტანს მადრიდის რეალს უკავშირებენ რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ კი ისიც განაცხადა რომ მხარეებს შორის უკვე ყველაფერი შეთანხმებულია, ბევრი გულშემატკივარი და ექსპერტი კი მიიჩნიევს რომ ევრო 2016-ზე Lewy-ს ასეთი ცუდი შედეგიანობის გამომწვევი მიზეზი მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟია.

პოლონელთა მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა რობერტ ლევანდოვსკის ამ ყველაფერში არ ადანაშაულებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ლევანდოვსკის თამაში ყოველთვის ჯდება გუნდის მონახაზში, მართალია მას ვერ გააქვს გოლი თუმცა ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს მატჩის მიმდინარეობისას, ის ყოველთვის ფიქრობს თუ როგორ გაურთულოს საქმე მეტოქე გუნდის მცველებს, ვიტყოდი რომ ის ოპტიმალურ ფორმაშია“

„მე არ მქონდა კარგი შანსები“- ასეთი კომენტარი გააკეთა 27 წლის ფორვარდმა გერმანელთა წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც ბუნდესთიმის დაცვის ხაზი უბრალოდ შეუდარებელი იყო, მორიგ ტურში უკრაინის წინააღმდეგ კი რობერტს 100%-იანი მომენტი შეექმნა თუმცა მიზანს ვერც ამჯერად მიაღწია და კარს ააცილა. უნდა ავღნიშნოთ რომ არსებობს გულშიმარტივართა გარკვეული ნაწილი რომელიც მის ცუდ შედეგიანობას დაღლილობას აბრალებს, შეგახსენებთ რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა.

მართალია პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუშვა თუმცა იმ შემთხვევაში თუ პოლონელებს ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიზნები აქვთ, ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან რომ გააუმჯობესონ შეტევაში თამაში და გაიტანონ უფრო მეტი გოლი რაშიც ლომის წილი გუნდის უდავო ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა დაიდოს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.