» » კინგსლი კომანი 1/4 ფინალშია

კინგსლი კომანი 1/4 ფინალშია

26-06-2016, 19:45 LEV4NI სიახლეები 0

კინგსლი კომანი 1/4 ფინალშია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი სადაც საფრანგეთის ნაკრებმა ჩრდილო ირლანდიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ბრიტანელებმა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება, უკვე მეორე წუთზე პოლ პოგბას უხეში თამაშის გამო დანიშნული პენალტი ბრეიდიმ გოლად გარდასახა. ამის შემდეგ საფრანგეთმა ზეწოლა გააძლიერა თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა მაინც ვერ შეძლო. მეორე ტაიმში კი საქმეში მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ვინგერი კინგსლი კომანი ჩაერთო რომელმაც ლესტერის ნახევარმცველი კანტე შეცვალა, უნდა ითქვას რომ კომანმა საუცხოო მატჩი ჩაატარა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, საბოლოოდ კი მეორე ტაიმი საფრანგეთმა დიდებულად ჩაატარა და მატჩის შემობრუნებაც მოახერხა, მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელმა ანტუან გრინზმანმა 3 წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა-2:1. აღსანიშნავია ერთ-ერთი ეპიზოდი სადაც კინგსლი კომანის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა ჯეფ ჰენდრიკმა, ამ მომენტის შემდეგ კინგსლი კომანი რამდენიმე წუთის განმავლობაში კოჭლობდა, საბოლოოდ კი ფრანგების მთავარ მწვრთნელს მისი მოედნიდან გამოყვანა მოუწია.

-----------------------------------მატჩის სტატისტიკა---------------------------------
საფრანგეთი----------------------------------------------------------ჩრდილო ირლანდია
------2-----------------------------------------გოლი-------------------------------------1
------8--------------------------------კარისკენ დატყმა-----------------------------2
-----10----------------------------------კარში დარტყმა-----------------------------2
------9-------------------------------------კუთხური-------------------------------------1
------0------------------------------------თამაშგარე-----------------------------------0
-----60%------------------------------ბურთის ფლობა-----------------------------40%
-----504----------------------------პასების რაოდენობა-------------------------246
-----447------------------------ზუსტი პასების რაოდენობა-------------------180
------2--------------------------------ყვითელი ბარათი-----------------------------3
------0--------------------------------წითელი ბარათი------------------------------1
------8-----------------------------------დარღვევები--------------------------------12
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..