» » სუპერთასის შემდგომი კომენტარები (ბორუსია დორტმუნდი - ბაიერნი 0-2)

სუპერთასის შემდგომი კომენტარები (ბორუსია დორტმუნდი - ბაიერნი 0-2)

16-08-2016, 00:48 dachi8 მიმოხილვა 0

სუპერთასის შემდგომი კომენტარები (ბორუსია დორტმუნდი - ბაიერნი  0-2)
და აი ისიც, პირველი ჯილდო, ბოლო სამი გერმანიის სუპერთასის წაგების შემდეგ, „ბავარიამ" საბოლოოდ სანუკვარი ჯილდო ხელთ იპყრო. არტურო ვიდალმა და ტომას მიულერმა ბავარიას გამარჯვება მოუტანეს და მოწინააღმდეგე 2-0 ანგარიშით დაამარცხეს. კარლო ანჩელოტიმ ბავარიასთან პირველი ტიტული მოიპოვა. „კმაყოფილები ვართ" განაცხადა მატჩის შემდეგ რეკოტრდმაისტერის მწვრთნელმა.

მატჩის შემდგომი კომენტარები

კარლო ანჩელოტი: „კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა მძიმე მატჩი იყო. დორტმუნდი პირველ ტაიმში ძალიან კარგად თამაშობდა. მე-2 ტაიმში ჩვენ უკეთ გამოგვდიოდა თამაში, ამ გამარჯვებამ ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა ბუნდესლიგის დაწყების წინ. გუნდი უკვე ძალიან ძლიერია. მე კი შევეცდები ჩემი იდეები შევიტანო თამაშში. ვეცადეთ ახალი ელემენტები შეგვეტანა თამაშში. დრო კი ჯერ კიდევ გვაქვს მომზადებისთვის, მთელი 10 დღე.

მატს ჰუმელსი: „პირველ ტაიმში ჩვენ ცოტა გაგვიმართლა, ამას დამატებული ნოიერმა მშვენიერი თამაში აჩვენა. ვერ დავიჩივლებდით დორტმუნდი რომ დაწინაურებულიყო. მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა სეზონის დაწყების წინ".

ტომას ტუხელი („ბორუსია" დორტმუნდის მწვრთნელი) „ვულოცავ „ბავარიას" და კარლო ანჩელოტის. არ გაგვიმართლა. დიდი ძალიხსმევა გავიღეთ, ენერგიულები ვიყავით მინდორზე. სამწუხაროდ, მცირე შეცდომები დავუშვით. კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით".

სებასტიან როდე („ბორუსია" დორტმუნდი) უნდა გაგვეტანა პირველ ტაიმში. ჩვენ ის სიეშმაკე არ გვეყო რაც „ბავარიას" აღმოაჩნდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.