» » მიულერი 2015/16 წლის გერმანიის თასის გათამაშების გმირად დასახელდა

მიულერი 2015/16 წლის გერმანიის თასის გათამაშების გმირად დასახელდა

21-08-2016, 00:11 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

მიულერი 2015/16 წლის გერმანიის თასის გათამაშების გმირად დასახელდა
არაჩვეულებრივად სასიამოვნო ჯილდო ტომას მიულერისთვის!
„ბავარიელი" მსოფლიო ჩემპიონი ხმათა რაოდენობით გერმანიის თასის 2015/16 წლის სეზონის გმირად აირჩიეს. ტომას მიულერის სახელი თავის ტერფის ანაბეჭდებთან ერთად უკვდავყოფილი იქნება „დიდების ხეივანში" , ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე.

„ეს ძალიან მაგარია, მე გავიმარჯვე. მშვენიერი გრძნობაა" კომენტარი გააკეთა ტომას მიულერმა, რომელმაც გერმანიის თასი ბავარიის შემადგენლობაში მეოთხედ აიღო. გერმანიის თასის 2015/16 წლის სეზონის გათამაშებაში მიულერის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში, დორტმუნდის წინააღმდეგ მან პენალტების სერიაში მიიღო მონაწილეობა და თავის ანგარიშზე გოლიც მიითვალა, რითაც გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თაბაშირისგან, მისი ტერფის ანაბეჭდი წინა კვირის დასაწყისში FCBayern.tv სტუდიაში დაამზადეს.

არიენ რობენის სახელიც უკვდავყოფილია

ხმების მიცემის პროცედურაში, ინიცირებული DFB-სა და გერმანიის თასის პარტნიორი Volkswagen-ის მიერ, მიულერმა ხმათა რაოდენობის 39% აიღო და ამით პირველ ადგილზე გავიდა. მე-2 ადგილზე მაქს ვეგნერი („ერგებირგე") და კლაუდიო პისარო (ბრემენის ვერდერი) არიან, ორივეს 21% აქვს.

„დიდების ხეივანში" 2013 წლიდან უკვდავყოფილნი არიან გერმანიის თასის დიადი გმირები. ამ სიას ყოველ წელს 2 ახალი გმირი ემატება: ამ 2-დან ერთი - ტურნირის 70 წლის ისტორიდან ირჩევა და მე-2 წინა სეზონიდან.

არიენ რობენი პირველი აქტიური ფეხბურთელი იყო, რომლის სახელიც 2 წლის წინ მემორილზე ამოტვიფრეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.