სტატისტიკა: ჰამბურგი-ბაიერნი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » სტატისტიკა: ჰამბურგი-ბაიერნი

სტატისტიკა: ჰამბურგი-ბაიერნი

22-09-2016, 19:17 LEV4NI ანონსი 0

სტატისტიკა: ჰამბურგი-ბაიერნი
მომდევნო ტურის მატჩს მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ჰამბურგის წინააღმდეგ 24 სექტემბერს გამართავს. ჰამბურგი კი ბაიერნთან ერთად არის ერთადერთი გუნდი რომელიც ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა.

ბუნდესლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს 106-ჯერ დაუპირისპირდნენ რომელთაგან 64 მატჩში გამარჯვება მიუნხენელებმა იზეიმეს, 22 მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს ხოლო 20-ჯერ გამარჯვება ჰამბურგს დარჩა. ბურთების შეფარდებაში კი ბავარიელებს აშკარა უპირატესობა აქვთ-243:103.

ბაიერნსა და ჰამბურგს შორის პირველი დაპირისპირება ჰამბურგში 1965 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა, აღნიშნულ მატჩში ბავარიელებმა მეტოქე 4 ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს, მომდევნო მატჩი კი მიუნხენში კვლავაც ბაიერნმა მოიგო თუმცა ამჯერად 3 ბურთიანი უპირატესობით.

ჰამბურგს რაც შეეხება მათ ბაიერნის დამარცხება პირველად 1966 წელს მოახერხეს როდესაც საშინაო არენაზე 3-1 ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. მომდევნო 30 წლის შემდეგ ლურჯ-თეთრებმა წითლების დამარცხება 12 ჯერ მოახერხეს ხოლო 1996 წლის 11 თებერვალს ჰამბურგის მიერ მინიმალური სხვაობით მოპოვებული გამარჯვება კი იმით იყო საინტერესო რომ მოდევნო 9 წლის განმავლობაში მიუნხენელთა დამარცხება ჰამბურგერლებს სანატრელი გაუხდათ (1996-დან 2005 წლამდე გამართულ 18 მატჩში მხოლოდ 5 მატჩი დასრულდა ფრედ, დანარჩენ 13 მატჩში კი გამარჯვება ბავარიელებს დარჩათ).

მიუნხენის ბაიერნმა ჰამბურგისგან მარცხი უკანასკნელად ბუნდესლიგის 2009/2010 წლების სეზონში იწვნია როდესაც ყველასათვის მოულოდნელად ბავარიულმა კლუბმა ჰამბურგში მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო.

2009 წლის 26 სექტემბრის შემდეგ კი (როდესაც ჰამბურგმა ბაიერნი უკანასკნელად დაამარცხა) წყვილში ბაიერნის სრული დომინირება შეინიშნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში გუნდებს შორის მხოლოდ 3 ფრე დაფიქსირდა ხოლო დროის დარჩენილ მონაკვეთში ჩატარებული 13 მატჩი მიუნხენის ბაიერნმა მოიგო თანაც საკმაოდ დამაჯერებელი შედეგებით: 2011 წელს ორი მატჩის ჯამში ჰამბურგი ბაიერნთან 11 ბურთიანი სხვაობით დამარცხდა (6:0-5:0), 2013 წლის 30 მარტს ბავარიულმა გრანდმა ჰამბურგი საშინელ დღეში ჩააგდო-9-2 (!!!), ბოლო ყველაზე დასამახსოვრებელი დაპირისპირება კი ამ გუნდებს შორის 2015 წლის 14 თებერვალს შედგა როდესაც მიუნხენელებმა 8 უპასუხო გოლი გაუტანეს ჰამბურგერლებს.

ასე რომ ისტორიის მანძილზე ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების 60.4% მიუნხენის ბაიერნმა მოიგო, 20.8% ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენი 18.8 % ჰამბურგს აქვს მოგებული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.