» » Sport: ანჩელოტი ბაიერნსა და რეალს ადარებს

Sport: ანჩელოტი ბაიერნსა და რეალს ადარებს

22-სექ-2016, 22:59
0236
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ცნობილ სპორტულ გამოცემა Sport-თან ინტერვიუში მადრიდის რეალი და რეკორდმაისტერი შეადარა. იტალიელი სპეციალისტის თქმით კლუბები ერთმანეთს გვანან, თუმცა მსგავსებასთან ერთად განსხვავებებიც ბევრია.

Sport-თან საუბარში 57-წლის მწვრთნელი პირველ რიგში მადრიდის რეალის თავკაცს, ზინედინ ზიდანს, თანადგომას უცხადებს. კარლო ანჩელოტის თქმით ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ რეკორდმაისტერს გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ხელმძღვანელობს.

"რა განსხვავებაა მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის? ეს ორი კლუბი ძალიანს ჰგავს ერთმანეთს, თუმცა შესაძლოა განსხვავება იმაში იყოს, რომ რეკორდმაისტერს გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ხელმძღვანელობს და შესაძლოა უკეთ ესმოდეს კლუბის საჭიროებები".

"ზინედინ ზიდანი? ფრანგი ძალიან ქარიზმატულია, ფეხბურთელები პატივს სცემენ. ეს ჯერ კიდევ მაშინ შევნიშნე, როდესაც ჩემი დამხმარე იყო და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის წარმატების გასაღები/ ბენიტესთან ფეხბურთელებს პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ზიდანი მოვიდა ყველაფერი შეიცვალა. გუნდი მთლიანად გვერდში უდგას ფრანგ მწვრთნელს", - კარლო ანჩელოტის სიტყვებს ციტირებს Sport-ი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..