» » ჩაბი ალონსოს კარიერის დასრულება "ბაიერნში" სურს

ჩაბი ალონსოს კარიერის დასრულება "ბაიერნში" სურს

27-09-2016, 04:20 dachi8 სიახლეები 0

ჩაბი ალონსოს კარიერის დასრულება
ჩაბი ალონსომ თავის კარიერაში მოასწრო მთელი ევროპის გულშემატკივართა გულის დაპყრობა, ინგლისში „ლივერპულით", ესპანეთში მადრიდის „რეალითა" და გერმანიაში „ბაიერნით". გამოცდილმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ იტალიაში თამაში საინტერესო იქნებოდა მისთვის, მაგრამ სავარაუდოდ პროფესიონალურ კარიერას მიუნხენში დაასრულებს.

„ვფიქრობ, „ბავარია" ჩემი ბოლო პროფესიონალური კლუბია. სანამ ჩემი სხეული და ფსიქოლოგიური მომზადება ამის საშუალებას მაძლევს, ამ კლუბის მაისურით მსურს გამოსვლა. არა მგონია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა პროფესიონალურ ფეხბურთში. საინტერესო იქნებოდა იტალიაში თამაში, მაგრამ დროს ვერ მოატყუებ. ჯერ არ გადამიწყვეტია გავაგრძელებ თუ არა „ბავარიასთან" კონტრაქტს, არვიცი რას ფიქრობს კლუბი ჩემზე და მის გეგმებში თუ შევდივარ. დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი" - ნახევარმცველის სიტყვებს ციტირებს marca

ალონსოს ოცნებაა გერმანელ ჩემპიონებთან ერთად ელიტარული შეჯიბრის - ჩემპიონთა ლიგის თასის გამარჯვება იზეიმოს, აღნიშნული თასი მას სხვადასხვა კლუბებში აქვს მოპოვებული, ლივერპულში და რეალში.

ჩაბი ალონსომ ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა, ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი მას 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.