» » კომენტარები: ბაიერნი 1 - 1 კიოლნი

კომენტარები: ბაიერნი 1 - 1 კიოლნი

1-10-2016, 22:44 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 1 - 1 კიოლნი
შაბათს საღამოს ბუნდესლიგაში მიუნხენელების მოგებების სერია შეწყდა. „კიოლნის" ფეხბურთელებმა „ალიანც არენაზე" რეკორდმაისტერს ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადეს და საბოლოო ჯამში 1 ქულის აღება მოახერხეს (1:1) მე-40 წუთზე ანგარიში იოშუა კიმიხმა გახსნა, ხოლო მოწინააღმდეგემ ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი თავის ანგარიშზე მოდესტემ მიითვალა.

გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს:

კარლო ანჩელოტი: „პირველი 45 წუთის განმავლობაში კარგად ვაკონტროლებდით თამაშს და დაწინაურებაც მოვახერხეთ. მატჩის მე-2 ნახევარში „კიოლნი" უკეთესად გამოიყურებოდა. თამაშის მოგება შეგვეძლო, მაგრამ "კიოლნსაც" ჰქონდა ამის შანსები. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ სანერვიულოდ საბაბი არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სეზონი წარმატებით დავიწყეთ. ბოლო ორი მატჩი არ გამოგვივიდა, მაგრამ თავის ძალებში ჩემი ფეხბურთელები დარწმუნებულები არიან და მეც დიდ ნდობას ვუცხადებ. „ატლეტიკოსთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ ზოგიერთი მათგანი მეტად გადაიღალა, ამიტომ როტაცია სწორი გადაწყვეტილება იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენ პროგრესს კვლავ გავაგრძელებთ.

მანუელ ნოიერი: „მატჩში ტემპს არც თუ ისე ხშირად ვცვლიდით. ასეთი თამაშით „კიოლნს: ვერ გააკვირვებ. ამ ერთ კვირაში „ატლეტიკოსთან" წავაგეთ და „კიოლნთან" კი მხოლოდ 1 ქულის აღება შევძელით. ხასიათის გამოსაკეთებლად გამოძინება ნამდვილად მჭირდება.

პეტერ შტოგერი („კიოლნის" მწვრთნელი) „თამაშის პირველ ნახევარში ნამდვილად არ გამოვიყურებოდით კარგად, რომ 1 ქულაზე მაინც გვეფიქრა. არასაკმარისად აქტიურები ვიყავით. მეორე ტაიმში თამამად ვმოქმედებდით და დავჯილდოვდით კიდეც. ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვართ რომ 1 ქულის აღება შევძელით.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.