» » მანუელ ნოიერი: ბაიერნმა მოწინააღმდეგეს შანსი არ უნდა დაუტოვოს

მანუელ ნოიერი: ბაიერნმა მოწინააღმდეგეს შანსი არ უნდა დაუტოვოს

3-10-2016, 00:35 TOTALMAN სიახლეები 0

მანუელ ნოიერი: ბაიერნმა მოწინააღმდეგეს შანსი არ უნდა დაუტოვოს
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Bild-თან ინტერვიუში ბუნდესლიგის VI ტურის მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეკორდმაისტერმა ისე უნდა ითამაშოს, რომ მოწინააღმდეგეს 1:0-ზე უკვე ყველაფრის იმედი დაკარგული ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შესანიშნავი სტარტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რიგით მეორე შეხვედრამ გააფუჭა. ვისენტე კალდერონზე დიეგო სიმიონეს გუნდმა ბავარიელებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს, ხოლო შაბათს ბუნდესლიგის VI ტურში კარლო ანჩელოტის გუნდმა არაფრისგან გოლი გაუშვა და პირველი ქულებიც დაკარგა.

"ისე უნდა ვითამაშოთ, რომ 1:0-ზე მოწინააღმდეგეს ყველაფრის იმედი დაკარგული ჰქონდეს. არ შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებული იყო, რომ 95%-ით მოვიგებთ ბუნდესლიგის ტიტულს, განსაკუთრებით, იმ მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც საკუთარ შანსს ელოდებიან".

"იმ დონეზე უნდა ვდომინირებდეთ, რომ მოწინააღმდეგეს არაფრის შანსი არ დავუტოვოთ. კიოლნთან მატჩში მეორე ტაიმში ტემპი დავკარგეთ და მოწინააღმდეგეს კონტრშეტევების შესაძლებლობა მივეცით, რაც გამოიყენეს", - მანუელ ნოიერის სიტყვებს ციტირებს Bild-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.