» » ოლივერ კანის ახალი გამოწვევა

ოლივერ კანის ახალი გამოწვევა

11-10-2016, 13:43
085
5 დღის წინ რეკორდმაისტერისა და ბუნდესნაკრების ყოფილმა დარაჯმა და კაპიტანმა ოლივერ კანმა საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა თავის ოფიციალურ ფეისბუქისა და ტვიტერის გვერდზე და დააანონსა, რომ 5 დღეში, სამშაბათს (დღეს) ბაიერნის გულშემატკივრებისათვის სასიხარულო ინფორმაციას გააჟღერებდა. საქმე მის ახალ თანამდებობას ეხებოდა ბაიერნში.

მრავალი მოსაზრება გამოითქვა ოლის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით, ყველა მოუთმენლად ელოდა მის ახალ გამოწვევას, როგორც ამას თვითონ უწოდებდა განცხადებაში.

გუშინ, იმავე სოციალური გვერდების საშუალებით უფრო მეტად მიუახლოვა თავისი პოზიცია ბაიერნს, შემდეგი განცხადებით: „წარმოუდგენელია, თუ ამ დღეებში რამდენმა გულშემატკივარმა გამოთქვა თავისი სურვილი და იდეები ჩემს მომავალთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ თქვენი დიდი აქტიურობის და სურვილების! ხვალ მე ჩემს ფესვებს ვუბრუნდები. ამიტომ უკვე დღეს საჭიროა კონცენტრირება"

ოლივერ კანის ახალი გამოწვევა


დღეს 11 ოქტომბერს, როგორც ბილდი იუწყება რეკორდმაისტერის ყოფილი დარაჯი და კაპიტანი „ტიტანი" ოლივერ კანი აზიის ბაზარზე „ბავარიის" ბრენდის ელჩად (წარმომადგენლად) ინიშნება.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებისა და გულშემატკივრების სურვილებს თუ გადავხედავთ მას „ბაიერნის" სპორტულ დირექტორად ხედავდნენ.

Bild-სგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის გულშემატკივრებს თვით ოლივერ კანი თავის ტვიტერის გვერდზე, სადაც ის კვლავ თავის ახალ გამოწვევას ეხება და მეკარეების თანხლებას აანონსებს მათ დიდ გზაზე წარმატებისკენ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კი თავის ახალ ბრენდს goalplay.com-ის გვერდს აზიარებს

goalplay.com

ოლივერ კანის ახალი გამოწვევა


თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ოფიციალურ განცხადებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, "ბაიერნის" გულშემატკივრებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ლეგენდარული მეკარე კვლავ „ბაიერნთან" იქნება დაკავშირებული,
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..