» » მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი

მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი

14-10-2016, 21:31 LEV4NI სიახლეები 0

მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი
15 ოქტომბერს თბილისის დროით 17:30 საათზე მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის მატჩს ფრანკფურტში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

შაბათს მიუნხენის ბაიერნსა და ფრანკფურტის აინტრახტს შორის 91-ე ოფიციალური დაპირისპირება გაიმართება, სტატისტიკა ბავარიელთა აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს რადგან ჩატარებული 90 მატჩიდან 48 სწორედ „წითლებმა“ მოიგეს, 21 ფრედ დასრულდა და იგივე რაოდენობის დაპირისპირებაში გამარჯვება ფრანკფურტელებს დარჩათ. ბავარიული კლუბის ანგარიშზე 173 გატანილი და 110 გაშვებული გოლია.

მიუნხენის ბაიერნს ფრანკფურტელთა წინააღმდეგ უკვე 10 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, უკანასკნელად აინტრახტმა „ბავარიის“ დამარცხება 2010 წლის მარტში შეძლო როდესაც საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:1 სძლია მეტოქეს, ამ დღის შემდეგ კი ბაიერნმა ხსენებული მეტოქის წინააღმდეგ რვა ოფიციალური თამაში მოიგო ორი კი ფრედ დაასრულა.

აღსანიშნავია რომ ნიკო კოვაჩის შეგირდები საშინაო არენაზე მშვენიერი მაჩვენებლით იწონებენ თავს, 7 მატჩიდან რომელიც აინტრახტმა მშობლიურ ქალაქში გამართა 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო.

ფრანკფურტელთა საპირისპიროდ ბავარიელები გასვლით მატჩებში ძალიან კარგად გამოიყურებიან, უკანასკნელი ექვსი მატჩიდან რომელიც ბაიერნმა მეტოქის სტადიონზე გამართა ყველა მოიგო, ამით კი წაუგებელი სერიის რაოდენობა სარეკორდო 12 რიცხვამდე გაზარდა.

უკანასკნელად მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად 2015 წლის დეკემბერში მენხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ დათმო შეხვედრა ანგარიშით 3:1.

აღნიშნულ დაპირისპირებას ფრანკფურტელები საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდებიან, გუნდს ტრავმის გამო 6 ფეხბურთელი დააკლდება თუმცა მატჩში მონაწილეობის მიზერული შანსი ორ მათგანს ჯერ კიდევ აქვს.

ბავარიელთა მხრიდან კი ტრავმის გამო მატჩს დუგლას კოშტა და ხავი მარტინესი გამოტოვებენ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.